ჯასტინ თიმბერლეიქი ქართველი მსმენელის წინაშე - მუსიკისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის აქამდე უცნობი ფაქტები - Marao

ჯასტინ თიმბერლეიქი ქართველი მსმენელის წინაშე - მუსიკისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის აქამდე უცნობი ფაქტები

2025-07-24 10:07:41+04:00

23 ივლისს, თბილისში, დინამო არენაზე, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი ჯასტინ თიმბერლეიქი წარსდგა.

„Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის თბი­ლის­ში და­გეგ­მილ გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს 20 000-ზე მეტი ტუ­რის­ტი ეს­წრე­ბა. ჯამ­ში კონ­ცერტს 55 000 ადა­მი­ა­ნი.

justin_timberleik

  • ოზი ოზბორნი - მძიმე მეტალის უკვდავი ლეგენდა 

ჯასტინ თიმბერლეიქი

ჯასტინ თიმბერლეიქი - მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა თანამედროვე პოპ-კულტურაში. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ის ამერიკული შოუ-ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც ბავშვობიდანვე დაიპყრო მსმენელის გულები და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო პოპულარობას.

ჯასტინ რენდალ თიმბერლეიქი დაიბადა 1981 წლის 31 იანვარს, ქალაქ მემფისში, ტენესის შტატში. მუსიკალური ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა და მალე შეირჩა Disney Channel-ის პოპულარულ შოუში The Mickey Mouse Club, სადაც მასთან ერთად იყვნენ ბრიტნი სპირსი, რაიან გოსლინგი და კრისტინა აგილერა.

  • ალენ დელონი: ანგელოზი თუ ეშმაკი? - მხარე, რომელსაც საკულტო მსახიობი საგულდაგულოდ მალავდა 

ჯასტინ თიმბერლეიქის კარიერა

1995 წელს ჯასტინი გაწევრიანდა ბოი-ბენდ NSYNC-ში, რომელმაც მალევე უდიდესი წარმატება მოიპოვა. ჯგუფის ჰიტები, როგორიცაა Bye Bye Bye, Tearin' Up My Heart და It's Gonna Be Me თანამედროვე პოპ-მუსიკის კლასიკად ითვლება. NSYNC-მა გაყიდა მილიონობით ალბომი მთელ მსოფლიოში და დაეხმარა თიმბერლეიკს დაიმკვიდრებინა ადგილი ვარსკვლავურ პანთეონში.

ჯასტინის სოლო კარიერა 2002 წელს დაიწყო ალბომით Justified, რომელშიც შესული იყო ჰიტები Cry Me a River და Rock Your Body. მისი მომდევნო ალბომი FutureSex/LoveSounds (2006) კიდევ უფრო ინოვაციური აღმოჩნდა – ფანკის, ელექტროპოპისა და R&B-ის შერწყმით.

სხვადასხვა წლებში თიმბერლეიკმა გამოსცა არაერთი წარმატებული ალბომი (The 20/20 Experience, Man of the Woods), რომელთა სინგლებიც (Mirrors, Can't Stop the Feeling!) ბილბორდის ჩარტებში მოწინავე ადგილებზე მოხვდა.

justin_timberleik

  • ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი 

კონცერტები და ტურნეები

ჯასტინ თიმბერლეიქი ცნობილია მისი შთამბეჭდავი ცოცხალი შესრულებებითა და მასშტაბური ტურნეებით. მისი პირველი სოლო ტურნე იყო Justified and Stripped Tour (2003), რომელიც მან კრისტინა აგილერასთან ერთად ჩაატარა.

შემდეგ მოჰყვა:

  • FutureSex/LoveShow (2007) — მაღალტექნოლოგიური სცენა, ცოცხალი ბენდი და ელექტრონული ვიზუალური ეფექტები.
  • The 20/20 Experience World Tour (2013–2015) — ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნე იმ წლებში, რომელიც მოიცავდა ასობით შოუს მსოფლიოს გარშემო.
  • Man of the Woods Tour (2018–2019) — შოუ, რომელიც აერთიანებდა ამერიკულ ფოლკ-ესთეტიკას, ინოვაციურ სცენოგრაფიას და მის თანამედროვე მუსიკალურ იდენტობას.