ზაფხული არის სითბოს, მზის სხივებისა და დასვენების სეზონი, მაგრამ ამავდროულად, ის პერიოდია, როდესაც ფრჩხილები განსაკუთრებით იტანჯება. მაღალი ტემპერატურა, ტენიანობა, ზღვის წყალი, ქვიშა და აუზის ქლორი ქმნის იდეალურ პირობებს სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებისთვის. სწორედ ამიტომ, ამ სეზონზე ფრჩხილების მოვლა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ესთეტიკით - ის უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი.

ჰიგიენა იწყება ხელებისა და ფეხების სწორად დაბანით
ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელებისა და ფეხების სისუფთავე. მოარიდეთ ფრჩხილები ჭუჭყს, მტვერს და ტენიანობას. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და კარგად გააშრეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილის ქვეშ არსებულ ადგილს, სწორედ იქ გროვდება მიკრობები, რომლებიც შესაძლოა პრობლემად იქცეს.
ფრჩხილების მოჭრა
ფრჩხილები უნდა მოჭრათს სწორად, განსაკუთრებით ფეხის ფრჩხილები, რათა ავიცილოთ ჩაზრდა. არასოდეს მოიჭრათ ძალიან მოკლედ,რადგან ეს ზრდის ინფექციის რისკს. იქონიეტ საკუთარი საჭრელი, რადგან ის არ გამოიყენოს სხვამ და არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

პედიკური
თუ სალონში პედიკურის გაკეთებას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტები სტერილურია. სახლის პირობებში კი აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი პირადი საშუალებები. უხეშმა გაწმენდამ და ზედმეტად ღრმა წმენდამ, ფრჩხილში შეიძლება ინფექცია გაავრცელოს.

ატარეთ ღია ფეხსაცმელი ფეხსაცმელი
დახურული ფეხსაცმელი ზაფხულში იწვევს ოფლიანობას,რაც აზიანებს ფრჩხილს. ატარეთ ღია, ბუნებრივი მასალის ფეხსაცმელი, ხშირად გამოიცვალეთ წინდები და ეცადეთ, ფეხს ჰაერი ხვდებოდეს, რათა თავიდან ავირიდოთ სოკოვანი დაავადებები.
ფრჩხილის ლაქი
ზაფხულში ლაქის მუდმივი ტარება შესაძლოა პრობლემად იქცეს. თუ ლაქას იშვიათად მაინც არ მოიხსნით, ქვეშ ნესტი გროვდება და სოკო იბუდებს. გამოიყენეთ სუნთქვადი ლაქები და აუცილებლად დაასვენეთ ხოლმე ფრჩხილი.
აუზი და ზღვა
აუზში ქლორი და ზღვაში მარილი აშრობს კანსა და ფრჩხილს.ზღვისა და აუზის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ და გაშრეთ ფეხები და ხელები, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი ან ანტიბაქტერიული კრემი.

როდის მივმართოთ ექიმს
თუ შეამჩნევთ ფერის ცვლილებას, ტკივილს ან უსიამოვნო სუნს - ეს შესაძლოა იყოს სოკოს ან სხვა ინფექციის ნიშანი. ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს - ადრეული მკურნალობა ყოველთვის უფრო ეფექტურია.