17 ივლისს, “Askaneli Falestra“-ში განსაკუთრებული ღონისძიება „მკურნალი Community“ გაიმართა, რომელმაც სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, ექიმები და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორები გააერთიანა. გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც დერმატოლოგმა ვერიკო აბრალავამ ისაუბრა მზისგან დამცავ საშუალებებზე, ხოლო ოფთალმოლოგ-ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა – „ავერსის კლინიკაში“ რეფრაქციული ქირურგიის შესაძლებლობებზე.
ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო „მკურნალი ქომუნითის“ რჩეული ექიმების დაჯილდოება:




- საგანგებო ჯილდო გადაეცა ბატონ არსენ გვენეტაძეს – „მკურნალის” მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.
საღამოს დასასრულს გაიმართა გათამაშება, სადაც უამრავი სტუმარი დასაჩუქრდა „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიებისგან.
ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: ავერსი ფარმა და ავერსის კლინიკა.
ხოლო მხარდამჭერები იყვნენ:
- ასკანელი ფალესტრა;
- „პაბელონი“ — ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდი;
- ტაპი რუჟი TapisRouge – ბუტიკური ტიპის სასტუმრო ბათუმში;
- „დოლსი“ – ყავის აპარატების და ყავის მწარმოებელი ბრენდი;
- „დრიმი ჯორჯია“;
- „ერგოლაინი“;
- „ისი პარი“;
- სპა ცენტრი „სამ რაანი“;
- გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი;
- „ასკანელის“ პარტნიორი კომპანია „კანტი“;
- აჰავა;
- ონიაგრინი
და სხვა პარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს და საზეიმო განწყობა შექმნეს.
ღონისძიება დასრულდა ფურშეტითა და ცოცხალი მუსიკით.
საღამოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღირებულება იყო გარემო, რომელმაც შესაძლებლობა მისცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არაოფიციალურ გარემოში გაეგრძელებინათ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ „მკურნალი ქომუნითი“ არა მხოლოდ „მკურნალის“ პლატფორმების ერთიანობაა; ეს არის პროფესიონალთა მზარდი საზოგადოება, რომელსაც საერთო ხედვა, ღირებულებები და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა აერთიანებს.
R