"გაიცანით ლილი სულაბარეძე" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ლილის კადრებს აქვეყნებს - Marao

"გაიცანით ლილი სულაბარეძე" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ლილის კადრებს აქვეყნებს

2025-07-24 20:21:38+04:00

ქართველი მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ის ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილს 2 შვილი, ანნა და ლილი ჰყავს. ჯანეტი ხშირად გვიზიარებს ოჯახურ კადრებს. აქამდე პატარა ლილი საზოგადოებას არ უნახავს,ამჟამად ჯანეტმა პატარა ლილის ვიდეო გაუზიარა საზოგადოებას.

"გაიცანით ლილი სულაბარეძე. 10 თვის ლილი" - წერს ჯანეტი.

lili

  • ანნა და ლილი - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს 

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

janet

  • "მზადება ბაღის ზეიმისთვის" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს 

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

  • წიწიბურას ჩაი, დეტოქსი და დიეტა - ჯანეტ ქერდიყოშვილის სილამაზის რჩევები 

janet

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ელი ჰყავთ.