ზაფხული შვებულების, მოგზაურობისა და თავისუფალი დროის სეზონია. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებით უხდება აუდიოწიგნები, რომლებსაც შორ გზაზე წასული ავტომობილში ან სანაპიროზე ზღვის ხმასთან ერთად მოუსმენთ. ბუნებაში, ჰამაკში ან ფეხით სეირნობისას აუდიოწიგნის მოსმენაზე უკეთესი კი ცოტა რამ შეიძლება იყოს.
საქართველოში აუდიოწიგნების ყველაზე დიდი პლატფორმა Gudabooks მომხმარებლებს მხოლოდ 25 ივლისს 12:00–16:00 საათამდე 50% ფასდაკლებას სთავაზობს. ეს გახლავთ კარგი შესაძლებლობა მოიმარაგოთ აუდიოწიგნები, რომლებსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მოუსმენთ.
პლატფორმაზე ატვირთულია ასობით აუდიოწიგნი სხვადასხვა ჟანრის მოყვარულებისთვის. მათ შორის კი 10 ყველაზე პოპულარულია წიგნია:
- „ატომური ჩვევები“, ჯეიმს ქლიერი;
- „ძმები კარამაზოვები”, ფიოდორ დოსტოევსკი;
- „იფიქრე და გამდიდრდი“, ნაპოლეონ ჰილი;
- „გეიშას მემუარები“, ართურ გოლდენი;
- „დანაშაული და სასჯელი“, ფიოდორ დოსტოევსკი;
- „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, ართურ კონან დოილი;
- „ჰიკორი, დიკორი, დოკ“, აგათა კრისტი;
- „ბიბლია – ახალი აღთქმა“
- „წმინდა მანუელ სათნო, წამებული“, მიგელ დე უნამუნო;
- „ყმაწვილი“, ფიოდორ დოსტოევსკი.
აუდიოწიგნების მოსმენა შედარებით ახალი ტიპის გამოცდილებაა, რომელიც წიგნის მოყვარულმა შეიძლება მიიღოს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რატომ უნდა მოუსმინოთ წიგნებს, წაკითხვის ნაცვლად გეტყვით, რომ:
- ნაკლები დატვირთვის გარეშე, უფრო მარტივად გაეცნობით ყველა ნაწარმოებს, რომელიც გაინტერესებთ;
- მაქსიმალურად დაზოგავთ დროს და აუდიოწიგნებს მოუსმენთ სხვა არაერთი საქმის პარალელურად. წიგნის წაკითხვა კი სხვა საქმესთან ერთად, ფაქტობრივად, შეუძლებელია;
- ხმას დიდი ძალა აქვს. ამბის აღქმასა და წარმოდგენაში პროფესიონალი მთხრობელის ხმა დაგეხმარებათ. აუდიოწიგნს ხშირად სპექტაკლსაც ადარებენ;
- ზოგადად, აუდიოწიგნები ადამიანს კონცენტრირების უნარის გაუმჯობესებაში ეხმარება;
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც gudabooks-ის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში. ფასდაკლება აქტიური იქნება მხოლოდ 25 ივლისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შუალედში. ეს მნიშვნელოვანი შეთავაზება რომ არ გამოგრჩეთ, შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ ყველა ის ნაწარმოები, რომლის შეძენაც გსურთ და აქციის გააქტიურებისთანავე 2 წუთში შეიძინოთ ისინი.
(R)