პირველი ქალი გამომგონებლები: ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს - Marao

პირველი ქალი გამომგონებლები: ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

2025-07-25 14:48:03+04:00

ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალების წვლილი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში თვალსაჩინო, მაგრამ დაფარულია. თუმცა არსებობენ ქალები, რომელთაც გაბედეს საკუთარ იდეების განხორციელება და თავიანთი გამოგონებებით სამუდამოდ შეცვალეს სამყარო. მათმა შრომამ, ფანტაზიამ და სიჯიუტემ კაცობრიობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაზარდა, რომლებიც დღემდე გამოიყენება. 

ჰედი ლამარი – ქალი, რომლის წყალობითაც Wi-Fi არსებობს

ჰედი ლამარი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, მაგრამ მისმა გამოგონებამ გადაფარა მისი კინოკარიერა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მან შეიმუშავა სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა სიგნალებს "ხტომით" ეცვალათ სიხშირე, რათა მტერს ვერ ეპოვნა. ეს პრინციპი, ე.წ. სპექტრის გაფართოება, მოგვიანებით გახდა საფუძველი Wi-Fi-ს, Bluetooth-ისა და GPS-ის ტექნოლოგიებისთვის.

მიუხედავად ამისა, მის დამსახურებას წლების განმავლობაში არ აღიარებდნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოიპოვა აღიარება. 

hedy_lamar

მერი ანდერსონი  – მანქანის მინის მწმენდავი გამოიგონა

1903 წელს, მერი ანდერსონმა შეამჩნია, რომ წვიმის დროს მძღოლებს უწევდათ მანქანის გაჩერება და ხელით გაწმენდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მან გამოიგონა მინის მწყმენდი - მოწყობილობა, რომელიც მძღოლს სალონიდან საშუალებას აძლევდა გაეწმინდა მინა.

თავდაპირველად, ამ გამოგონებას ადამიანები სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ დღეს ეს ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია ყველა ავტომობილში.

mery_-andersoni

მარგარეტ ნაიტი – ქალი, რომელმაც ქაღალდის ჩანთები შექმნა

მარგარეტ ნაიტი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც პირველი გამოგონება შექმნა. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება იყო ქაღალდის ჩანთების საკეცი მანქანა, რომელიც 1868 წელს დააპატენტა. მანამდე, ჩანთებს ჰქონდა ვიწრო ფორმა და ვერ დგებოდა ვერტიკალურად.

ნაიტმა საკუთარი მანქანით შეცვალა შეფუთვის ინდუსტრია. ერთი მამაკაცი შეეცადა მისი იდეა მოეპარა, მაგრამ ნაიტმა მოიგო სასამართლო დავა და დაამტკიცა, რომ გამოგონება ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ქალი პატენტის ავტორად ოფიციალურად აღიარეს.

margaret_naiti

გრეის ჰოპერი – პროგრამირების პროგრამა შექმნა

გრეის ჰოპერი იყო აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალი და ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი. მან შექმნა პირველი კომპილატორი - პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ ენას კომპიუტერულ ენად გარდაქმნის. ის ასევე იყო COBOL-ის ერთ-ერთი შემქმნელი - პროგრამირების ენა, რომელიც დღემდე გამოიყენება ბიზნეს და საბანკო სისტემებში.

გრეის ჰოპერს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: "უკეთესია აპატიონ, ვიდრე ნებართვა ითხოვო" — რაც ასახავს მის თავისუფალ და ინოვაციურ მიდგომას ტექნოლოგიებისადმი.

greis_poperi

სტეფანი კუოლეკი – ქალი, რომელმაც ჯავშანჟილეტი შექმნა

ქიმიკოსმა სტეფანი კუოლეკმა 1965 წელს გამოიგონა კევლარი - სინთეზური ბოჭკო, რომელიც ბევრად ძლიერია ფოლადზე. კევლარი გამოიყენება ჯავშანჟილეტებში, კოსმოსურ ტექნოლოგიებში, თოკებსა და ბალისტიკურ აღჭურვილობაში.

მისმა გამოგონებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. კუოლეკი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც DuPont-ის კვლევით ლაბორატორიაში აღიარება მოიპოვა და მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

stefan_kuoleki

ჯოზეფინ კოქრეინი – ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემქმნელი

ჯოზეფინ კოქრეინს ჭურჭლის ხშირად დალეწვა აწუხებდა, ამიტომ 1886 წელს შექმნა პირველი ეფექტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მან პატენტი მოიპოვა და საკუთარი გამოგონება სასტუმროებში და რესტორნებში გაყიდა.

მისი გამოგონება დღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი კომპანია დააფუძნა ამ მოწყობილობის წარმოებისთვის.

jozefin_koqreini

ქალებმა არა მხოლოდ შეცვალეს ინდუსტრია და ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ დაამტკიცეს, რომ ნიჭს სქესი არ აქვს. მათ ამ გზაზე სირთულეები და ბარიერები შეხვდათ, მაგრამ არ დანებდნენ და თავიანთი იდეებით სამყაროს ახალი მიმართულება მისცეს.

დღეს მათი გამოგონებები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია  რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქალების ადგილი ყველგან არის, მათ შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.