რა განსხვავებაა SPF 15, 30 და 50 -ს შორის და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ? - Marao

რა განსხვავებაა SPF 15, 30 და 50 -ს შორის და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

2025-07-28 12:00:09+04:00

მზისგან დამცავი ფაქტორის ყოველდღიური გამოყენება ანელებს დაბერების პროცესს, ამცირებს კიბოს (მათ შორის მელანომას) განვითარების რისკს, გვიცავს პიგმენტაციისგან და გვეხმარება ზოგადად კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

გარუჯვამ შეიძლება კანი იმდენად სერიოზულად დააზიანოს, რომ წლების შემდეგ   სერიოზული გართულებები გამოვლინდეს. UV სხივების ზემოქმედება დაკავშირებულია კანის პიგმენტაციასთან, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნასთან, ასევე ქრონიკულ დაავადებებთან, მაგალითად, მელანომასთან.

SPF-ის გამოყენება აუცილებელია ნებისმიერ პირობებში, შენობაშიც კი, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში არ ვტოვებდეთ მას. ზაფხულში დამცავი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია, რომ  ნებისმიერი ხარისხის ნამზეური უკვე კანის დაზიანებას ნიშნავს, შესაბამისად, უსაფრთხო რუჯი არ არსებობს.

UVA/UVB სხივების ზემოქმედებით უჯრედში მომხდარი ცვლილებების ხარჯზე იცვლება კანის ფერი და შესაბამისად, ვიღებთ ნამზეურს. ამასთან, სხვადასხვა გართულებისა თუ ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში კი მზის სხივებმა შეიძლება მათი პროვოცირება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ SPF აღნიშნულისგან 100%-ით ვერ გვიცავს, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მზის სხივების ზემოქმედება ჩვენზე და მინიმუმ დნმ-ის დაზიანება და დამწვრობა აგვარიდოს თავიდან.

  • რაც უფრო მაღალია მზისგან დამცავი ფაქტორი, მით უფრო  ხანგრძლივად და უკეთ გვიცავს ის:
  •  SPF 15 93%-ით ბლოკავს UVB სხივებს;
  • SPF 30 97%-ით;
  • SPF 50 98%-ით;
  • SPF 100 კი - 99%-ით.

თუ დღის სანაპიროზე გატარებას ვგეგმავთ, დამწვრობისა და სხვა გართულებების პრევენციისთვის უმჯობესია, მაღალი SPF გამოვიყენოთ. რეკომენდებულია 30-დან ზემოთ, თუმცა SPF50 და SPF 100 საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. სანაპიროზე ყოფნისას მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მზის სათვალე და ქუდიც. ასევე, დროის უმეტესი ნაწილი გავატაროთ ქოლგის ქვეშ, თუმცა გვახსოვდეს, რომ ის UV სხივების მავნე ზემოქმედებისგან ეფექტიანად ვერ გვიცავს. სანაპიროს ქოლგას მხოლოდ 3-დან 10-მდე დაცვის ფაქტორი აქვს.

SPF-ის მოხმარების წესები:                                        

  • ეფექტური დაცვისთვის მზისგან დამცავი საშუალება უნდა დავიტანოთ უხვი რაოდენობით;
  • სანაპიროზე ან აუზზე ყოფნის შემთხვევაში განვიახლოთ ყოველ 2 საათში და წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ.

მზისგან დამცავი საშუალებები „კანის მაშველებია“, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ბევრ უსიამოვნო პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

გთავაზობთ 3 კანის მაშველს, რომელსაც უსაფრთხო ფორმულა აქვს, შემოწმებულია დერმატოლოგიურად და იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე სანაპიროზე გამოსაყენებლად:

  • ფარმაცერისი - ტანის მზისგან დამცავი SPF50+

psp

ესპანური ბრენდის მარტიდერმის მზისგან დამცავი სპრეი სხეულისთვის კანის მოვლის ენთუზიასტთა ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. მისი მსუბუქი ტექსტურა იდეალურია ზაფხულის სიცხეში, აძლიერებს და ახანგრძლივებს გარუჯვას, ააქტიურებს კანის ბუნებრივ დაცვას, ხდის ბზინვარეს და უზრუნველყოფს თანაბარ რუჯს აქტიური ინგრედიენტის Melanin Active-ის წყალობით.

  • SVR - მზისგან დამცავი სახისთვის SPF50

psp

ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის SVR-ის მზისგან დამცავი სახის კრემი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, აქვს ნაზი არომატი, მსუბუქი ტექსტურა, სწრაფად და მარტივად შეიწოვება კანში.

პროდუქტი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის მოზარდებსა და ზრდასრულებში.

 

(R)