პირველი ღია აუზი წყნეთში - Gatsby Tskneti pool - Marao

პირველი ღია აუზი წყნეთში - Gatsby Tskneti pool

2025-07-28 14:21:47+04:00

თბილისში თუ გიწევს ყოფნა და ცხელი ზაფხულის გრილად გატარება გინდა, ალბათ უკვე იცი, რომ ქალაქიდან გასვლა და აუზზე დროის სასიამოვნოდ გატარება საუკეთესო გადაწყვეტილებაა

 წყნეთში კი ახლა ყველაზე საინტერესო სიახლე გაჩნდა — Gatsby Tskneti Pool! პირველი ღია აუზი გაიხსნა, სადაც სიმწვანე, სიგრილე და Instagram-სთორები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

Gatsby Tskneti Pool - ეს არ არის უბრალოდ აუზი. აქ ერთ სივრცეში გხვდება გრილი წყალი, მთის ჰაერი, განსხვავებული მზე, ღია ბარი და გემოვნებიანი მუსიკა. იდეა თეო ხიზანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წყნეთს ღია აუზი, ადგილი სადაც საღამოს ბარში სასიამოვნოდ გაატარებ აკლდა და... უბრალოდ შექმნა.

gatsby

„აქაურ გარემოს რომ გაიცნობ, გინდება, მთელი ზაფხული აქ გაატარო. ერთადერთი, რაც მაკლდა, აუზი იყო — ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არა? გადავწყვიტე, ჩემი ადგილი შემექმნა და სხვებისთვისაც გამეზიარებინა. აუზის ტერიტორია იმდენად ლამაზი გამოვიდა რომ შესაძლებლობას მაძლევს სხვადასხვა ტიპის ივენთებიც გავმართო, ამიტომ ვეთანამშრომლებით ივენთ კომპანიებს. ჩვენი გახანის ცერემონია კი Dragonfly events-ს მივანდეთ”- გვიყვება თეო ხიზანიშვილი.

ახალი სივრცე 15 ივლისს გაიხსნა და თუ  ფილმი ,, დიდი გეტსბი" გინახავთ, Dragonfly Events-ის ორგანიზებული წვეულება სწორედ Gatsby-ის სტილში - შუშხუნებით, ლაივ მუსიკით და ბევრი შთამბეჭდავი ლუქით გამოირჩეოდა.

„ეს იყო საინტერესო გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. ლეგენდარული 

,,გეტსბის" თემატიკით შთაგონებული წვეულება დიდი მონდომებით დავგეგმეთ. გვსურდა სტუმრებს მართლაც ეგრძნოთ, რომ  ,,გეტსბის" წვეულებას ესწრებოდნენ,“ — ამბობს ქეთი ნონიაშვილი, Dragonfly Events-ის დამფუძნებელი.

Gatsby tskneti Pool ღიაა ყოველდღე, 10:00-დან 19:00-მდე. მისამართი: რუსთაველის 86ა, წყნეთი. https://maps.app.goo.gl/L6JYymW4nR5Q2XQz5?g_st=aw

 

(R)