UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ქალიშვილი, ჯორჯინა 1 წლის გახდა.
ილიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ შვილს დაბადებისდღე გულთბილი და ემოციური ტექსტით მიულოცა.
"ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად.
იმ წამიდან, რაც შენზე გავიგე, დაიწყე ჩემი შეცვლა, ისეთი გზებით, როგორითაც ვერც კი წარმომედგინა. შენ დამანახე, რომ სიყვარული ყველაფერს შეუძლებელს ხდის და ყოველდღე მასწავლი, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო, არის ის, რომ გაჩვენო - სადაც არ უნდა წავიდეთ, შეგვიძლია ის ადგილი უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე ვიპოვეთ.
შენ, ვინც დედად მაქციე და ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა მიეცი. შენ, ვინც პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გავიგე - ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. შენ, ვინც ჩემს ყველა ოცნებაზე ბევრად მეტი ხარ - ჩემი ანგელოზი შვილის სახით.
დღეს შენი პირველი დაბადების დღეა და გისურვებ სიყვარულით, თავისუფლებით სავსე ცხოვრებას, ყველა სფეროში.
შენ, ჩემო მზის სხივო, რომელიც ანათებ ჩემს სამყაროს. უბრალოდ მიყვარხარ. ჩემო მამაცო, ჭკვიანო და ძლიერო გოგონა.
სიყვარულითა და პატივისცემით, გიორგინა უზკატეგი, დედა" - წერს ჯორჯინა და დაბადების დღის ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.
ილია თოფურია - ქართველი პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს UFC-ში (Ultimate Fighting Championship). ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამით ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ილია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა დიუსელდორფში, გერმანიაში, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. საბრძოლო ხელოვნებით მოზარდობიდან დაინტერესდა და მალევე გამოიკვეთა როგორც ძლიერი და ტექნიკური მებრძოლი. იგი ბრწყინვალედ ფლობს როგორც ბოქსის, ისე გრეპლინგის და ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს.
UFC-ში დებიუტი თოფურიამ 2020 წელს შედგა და მას შემდეგ მას არ წაუგია არცერთი ბრძოლა. 2024 წლის თებერვალში, მან დაუმარცხებელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ფაქტობრივად, პირველი ქართველი, რომელმაც ამ დონის ტიტული მოიპოვა.
თოფურია გამოირჩევა დიდი თავდაჯერებულობით, მკაცრი დისციპლინითა და შეუდრეკელი ბრძოლის ჟინით. ის ხშირად საუბრობს საქართველოს სიყვარულზე და ქართველი ერის პატრიოტულ სულზე. ილიას ყოველი ბრძოლა იქცა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდაც.
2024 წლის 26 ოქტომბერს, ქამრის დაცვაზე, ილია მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ილიამ წონის ცვლილება გადაწყვიტა და ზედა წონაში ავიდა. 29 ივნისს კი ჩარლზ ოლივერა პირველივე რაუნში დაანოკაუტა და ორი წონის ჩემპიონი გახდა.
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინასა და ილიას ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პატარა ჰუგოსთან ერთად ზრდიან. ჯორჯინა აქტიურადაა ჩართული ბავშვების ცხოვრებაში და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის შესახებ სიახლეებსაც ხშირად გვიზიარებს. ჯორჯინა მარკეტინგის სპეციალისტია. მან 2022 წელს საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.
ჯორჯინა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით მილიონამდე გამომწერი ყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.