ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ფოტოები – სიყვარული, ოჯახი და მეგობრები - Marao

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ფოტოები – სიყვარული, ოჯახი და მეგობრები

2025-07-29 12:01:21+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ქვეშაა.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც გულწრფელი მომენტებითაა სავსე. ფეხბურთელის გვერდით მუდმივადაა მისი მეუღლე, ნიცა თავაძე, რაც მათ წრფელ სიყვარულზე მეტყველებს.

გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის მოკრძალება, ოჯახურ ღირებულებებსა და პროფესიულ წარმატებებს ერთად ემატება სწორედ ის ადამიანური მხარე, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.

kvara

kvara

nitsa

kvara

kvara

kvara

  • ემოციური მილოცვა მეუღლისგან და ფოტოები: რას წერს ნიცა თავაძე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი 

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

  • "არც მოდელია, არც მსახიობი, ნიცა პროფესიით ექიმია" - რას წერს უცხოური გავლენიანი გამოცემა ნიცა თავაძის შესახებ 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.

ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს. 

  • "ვერავინ შეამჩნია, რომ მან ცოლის მიერ დადგენილი სამი წესი უნდა დაიცვას" - რა ვიდეოს აქვეყნებს Russell Fearless-ი ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.