ზაფხული მოდის, მზის სხივები ძლიერდება, ტანსაცმელი მსუბუქდება და შესაბამისად, ჩვენი მაკიაჟიც უფრო ჰაეროვანი უნდა გახდეს. ამ სეზონის მთავარი წესია ბუნებრიობა და სიმსუბუქე. თუმცა, ეს არ ნიშნავს ეფექტურობაზე უარის თქმას. სწორად შერჩეული პროდუქტებითა და ტექნიკებით, შეიძლება ერთდროულად გამოიყურებოდეთ ლამაზად. ბუნებრივად და ელეგანტურად.
ზაფხულის სიცხეში მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი, დაცული და სუფთა კანია. ამიტომ ტონალური კრემი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი და მრავალფუნქციური.
გამოიყენეთ BB ან CC კრემი SPF-ით — ეს საშუალებას გაძლევთ ერთდროულად დაიცვათ კანი და გაათანაბროთ ფერი ისე, რომ არ მოხდეს კანის გადატვირთვა. გაძლიერებული დაფარვის ნაცვლად აირჩიეთ მსუბუქი ტექსტურა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ კორექტორი მხოლოდ პრობლემურ ზონებზე.
დაიტენიანეთ კანი მსუბუქად ჟელესებური კრემით, სანამ ტონალურ კრემს წაისვამთ - ასე პროდუქტი უკეთ გადანაწილდება და უფრო ბუნებრივ ეფექტს მიიღებთ.
სწორი კონტურინგით შეიძლება სრულიად შეცვალოთ სახის ფორმა ისე, რომ ის ვიზუალურად უფრო დახვეწილი გამოჩნდეს.
გამოიყენეთ მუქი კონტური ლოყის ჩაღრმავების ქვემოთ, საფეთქლებზე და ყბის ქვედა ხაზზე. წაისვით highlighter-ი წარბის ქვეშ, ლოყის ზედა ნაწილზე, ცხვირის წვერზე და ტუჩის ზედა ხაზზე — რათა სახე გახდეს მოცულობითი და „ბზინვარე“. კონტურინგი არ უნდა იყოს მძაფრი ან ხაზგასმული — უმჯობესია ყველაფერი ბუნებრივად შეერწყას კანს.
ზაფხულის მაკიაჟში იდეალურია რუჟის და ბრონზერის ჰარმონიული კომბინაცია.
აირჩიეთ კრემისფერი რუჟი და მსუბუქად წაისვით ლოყის ძვალზე და ცხვირის ხიდზე - თითქოს მზე დაგწვათ. ბრონზერი გადაატარეთ ლოყებზე, საფეთქლებზე და შუბლზე - რათა სახეს სითბო და ბუნებრივი ბრწყინვალება შემატოთ.
ზაფხულში ტუჩებსაც მსუბუქი და მოცულობითი იერი სჭირდება. აირჩიეთ ტონირებული ბალზამი, გლოსი ან ბუნებრივი ტონალობის გელი.
დამატებითი ხრიკი: გამოიყენეთ ლაინერი ტუჩის გარე ზღვარზე, ეს ტუჩებს ვიზუალურად დიდს და მკვეთრს გამოაჩენს, თუმცა ბუნებრიობასაც არ დააკარგვინებს.
გადატვირთული ჩრდილები და სქელი ლაინერიშეიძლება ზაფხულში გაბუნდოვანდეს და წაიშალოს. ამიტომ უმჯობესია: გამოიყენოთ მშრალი, წყალგამძლე ტუში. აირჩიოთ თხელი თვალის ლაინერი, სასურველია ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი — ისინი უფრო ბუნებრივად გამოიყურება დღის შუქზე. ჩრდილების ნაცვლად გამოიყენეთ კრემისფერი თვალის ილუმინატორი ან გლოსი.
გსურთ სახე უფრო წაგრძელებულად და ნაკვთები უფრო გამოკვეთილად გამოჩნდეს? ეს შესაძლებელია მცირე დეტალებითაც:
ბუნებრივი, მაგრამ გამოკვეთილი — ეს ზაფხულის მთავარი ნიშაა
მოდა და სილამაზე უკვე აღარ ითხოვს ზედმეტ ფორმალობას - მთავარი გახდა ინდივიდუალობა და კომფორტი. ზაფხულში კი ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ნამდვილ სილამაზეს და თან უნიკალურ ელფერს სძენს თქვენს ლუქს - სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.