მერილ სტრიპი, კინოინდუსტრიის ლეგენდა - ქალი, რომელიც არასდროს თამაშობს ერთნაირად - Marao

მერილ სტრიპი, კინოინდუსტრიის ლეგენდა - ქალი, რომელიც არასდროს თამაშობს ერთნაირად

2025-07-30 15:50:22+04:00

მერილ სტრიპი - ეს სახელი უკვე ათწლეულებია ნიშნავს ნიჭს, პროფესიონალიზმსა და უნივერსალურობას. ის არ არის მხოლოდ მსახიობი - ის კულტურული ფენომენია. მისმა სახემ, ხმამ და ქარიზმამ უკვდავი გახადა ათეულობით როლი, თუმცა მის მიღმა დგას ქალი, რომლის ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეკრანზე ვხედავთ.

სტრიპი ზედმეტი ხმაურის გარეშე ცხოვრობს, მაგრამ მის კარიერასა და პიროვნულ ღირსებებზე საუბარი ყოველთვის შთამბეჭდავია. ამ სტატიაში გიამბობთ მერილის ცხოვრების გზას, ასევე გაგაცნობთ იმ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ხშირად უცნობია.

meril

  • მერილ სტრიპის განსაკუთრებული წერილი: „დავკარგე სურვილი, ვასიამოვნო მათ, ვისაც არ მოვწონვარ, მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და გავუღიმო მათ, ვინც არ მიღიმის...“ 

ცხოვრების დასაწყისი - მორცხვი გოგონა, რომელიც საოპერო მომღერალი უნდა გამხდარიყო

მერი ლუიზ სტრიპი დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს, ნიუ ჯერსიში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ცნობილი მსახიობია, ბავშვობაში უჩვეულოდ მორცხვი იყო. მშობლები - მარიანა და ჰარი უილიამ სტრიპი - ყოველთვის ხელს უწყობდნენ შვილის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა დედამისმა, რომელიც ამხნევებდა მერილს დაეჯერებინა საკუთარი თავის.

საინტერესოა, რომ მერილი ბავშვობაში ვოკალის სწავლით იყო დაინტერესებული და სურდა საოპერო მომღერალი გამხდარიყო. წლების შემდეგ, ფილმში "Florence Foster Jenkins" დაამტკიცა, რომ საოპერო ვოკალის შესრულებაც კი მისთვის ბუნებრივია.

განათლება და კარიერის დასაწყისი

სტრიპმა დაამთავრა ვასარის კოლეჯი, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა იელის უნივერსიტეტში, სადაც თეატრის ფაკულტეტზე წარჩინებით ისწავლა. იელის პერიოდში მას სერიოზულად სურდა სცენის მსახიობობა.

პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო ფილმში The Deer Hunter (1978), სადაც რობერტ დე ნიროს პარტნიორობა გაუწია. ეს იყო მერილისთვის საუკეთესო წელი, რომელიც საბოლოოდ „ოსკარის“ ნომინაციაში გადაიზარდა.

  • 75 წლის ასაკში ახალ ცხოვრებას იწყებს: ვინ არის კაცი, რომელზეც მერილ სტრიპი ქორწინდება 

კარიერა და რეკორდები

მერილ სტრიპს წარდგენილი იყო „ოსკარის“ 21 ნომინაციაზე და 3 გამარჯვება მოიპოვა:

  • Kramer vs. Kramer (1979)
  • Sophie's Choice (1982)
  • The Iron Lady (2011)

ის ასევე წარდგენილი იყო 32 ოქროს გლობუსის ნომინაციაზა და 8 გამარჯვება მოიპოვა.

merili

მერილ სტრიპი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან მსახიობად, რომელსაც ნებისმიერი აქცენტისა და პიროვნული ტიპაჟის შესრულება შესანიშნავად შეუძლია.

XX საუკუნის 10 ყველაზე გამორჩეული ქალი 

უცნობი ფაქტები მერილ სტრიპის შესახებ

  1. მან ბრწყინვალედ იცის ფრანგული და იტალიური - განსაკუთრებით იტალიური, რაც გამოავლინა ფილმში The Bridges of Madison County. ის ხშირად თავადაც თარგმნის სცენებს უცხო ენებზე.
  2. უარი თქვა ბოტოქსზე - სტრიპი ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა ახალგაზრდობის კულტს ჰოლივუდში. მან განაცხადა:„მე ვარ მსახიობი — თუ მიმიკა დავკარგე, სამსახიობო უნარიც იკარგება.“
  3. იყო უარყოფილი როლზე თავისი გარეგნობის გამო - კარიერის დასაწყისში, მერილს ერთმა პროდიუსერმა უთხრა, რომ "ზედმეტად შეუხედავია კინოსთვის". 
  4. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული - ის მარტო საოპერო ხმას არ ფლობს. მერილი პიანინოსაც უკრავს და რამდენიმე ფილმში სიმღერა ცოცხლად შეასრულა (Mamma Mia, Into the Woods).
  5. გატაცებულია ხელოვნებითა და ქარგვით - თავისუფალ დროს მერილი ხატავს, კერავს და ქარგავს. საკუთარი ხელით შეკერილი აქვს რამდენიმე კოსტიუმი.