საბა კოდუა დედასთან ერთად – ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

საბა კოდუა დედასთან ერთად – ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2025-07-31 10:22:47+04:00

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილთან, საბა კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებმა მალევე დაიმსახურა გამომწერების მოწონება.

საბა, ნანუკას და ირაკლი კოდუას ვაჟია.

nanuka_jorjoliani

nanuka_jorjoliani

ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია

ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

  • "პირველად კორეაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს  

1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

nanuka

  • "შესანიშნავი ტრანსფორმაცია" - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი ფოტოები და გამოცდილება, როგორ შევინარჩუნოთ ფორმა 40 წლის შემდეგ 

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში. 

ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია - როგორ ულოცავენ შვილები და მეგობრები ტელეწამყვანს დაბადების დღეს 

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა ხელმეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.