მონიკა ბელუჩი - ქალი, რომელმაც საუკუნის დასაწყისში მილიონობით მაყურებელი თავის სილამაზესა და მიმზიდველობით მოხიბლა, დღეს კიდევ ერთხელ გვასწავლის, რომ ასაკი არ არის დაბრკოლება.
ცოტა ხნის წინ, ჟურნალ People-თან საუბრისას, ბელუჩიმ გულწრფელად ისაუბრა ქალის სილამაზეზე, ასაკზე და იმ ცვლილებებზე, რაც ქალის შინაგან სამყაროში დგება დროის სვლასთან ერთად. მისი სიტყვები არა მხოლოდ შთამაგონებელია, არამედ ერთგვარი პასუხია იმ საზოგადოებრივ სტანდარტებზე, რომლებიც ქალის ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს დღემდე აწესებს.
„პირველი შვილი 40 წლის ასაკში გავაჩინე, მეორე - 45 წლის ასაკში. 50 წლისას კი ჯეიმს ბონდზე ფილმში ვითამაშე. არაფერს გავცვლიდი იმაზე, რომ კვლავ 20 წლის ვიყო. როცა ახალგაზრდა ხარ, გაქვს ე.წ. „სატანის სილამაზე“, როგორც ფრანგები ამბობენ - ეს დაუნდობელი, ბუნებრივი, თითქმის საშიში სილამაზეა. მაგრამ 50 წლის ასაკში იბადება სილამაზის სრულიად სხვა ფორმა - სილამაზე, რომელიც აღარ ითხოვს მოწონებას, რომელსაც აღარ სჭირდება მაკიაჟი ან სხვისი მზერა იმისთვის, რომ იარსებოს. ეს არის სილამაზე, რომელიც თავის ძალას შინაგან სიღრმეში პოულობს. და ამ ძალას ფიზიკურთან არაფერი აკავშირებს - ის მოდის თავისუფლებიდან, გამოცდილებიდან და საკუთარი თავის სიყვარულიდან,“ - ამბობს მონიკა People-თან საუბრისას.
მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქში — ჩიტა-დი-კასტელოში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში იურიდიულით იყო გატაცებული, მალე მიხვდა, რომ მისი ადგილი სცენაზე იყო.
16 წლის ასაკში მილანში გადავიდა და იქ დაიწყო მოდელობა. მალევე შეამჩნიეს და მისი სახელი წამყვანი მოდის სახლების – Dolce & Gabbana, Dior, Cartier – კამპანიებში გამოჩნდა. ბელუჩი სწრაფად გახდა ევროპული სილამაზის სიმბოლო.
90-იანი წლების დასაწყისში ბელუჩიმ მოდის სამყაროსთან ერთად კინოში გადაინაცვლა. მისი სადებიუტო როლები ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში იყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება 1996 წელს, ფილმით L’Appartement მოიპოვა, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა და ფრანგული „ოსკარის“, სეზარის ნომინაციაც დაიმსახურა.
შემდეგ მოჰყვა ფილმები:
მონიკა ბელუჩი 1990-იან წლებში დაქორწინდა ფოტოგრაფ კლაუდიო ბასოზე, თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მისი ცხოვრების სიყვარულად ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი იქცა, რომელთან ერთად 14 წელი იცხოვრა. წყვილს ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი ჰყავს. 2013 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას.