მოდელი თამთა შედანია და რატი რატიანი კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. წყვილმა პატარას მიხეილი დაარქვა.
"31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი. კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული - ჩვენი პატარა მიხეილი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის" - წერს თამთა და პატარა მიხეილის ფოტოებს აქვეყნებს.




თამთა შედანია
უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.

თამთამ მეორედ ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი.
თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილს ელოდება.