უბანი თბილისში, სადაც ყველაფერია მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის - Marao

უბანი თბილისში, სადაც ყველაფერია მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის

2025-08-08 06:00:00+04:00

ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. სა­ცხოვ­რე­ბელ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­თხოვ­ნის სწრაფ­მა ზრდამ, ქა­ო­სურ ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ას მის­ცა ბიძ­გი, რა­მაც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად იქცა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც სურს თა­ვა­დაც იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ბავ­შვე­ბიც ჯან­საღ გა­რე­მო­ში გა­ზარ­დოს, თუმ­ცა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჰქონ­დეს ქა­ლა­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სერ­ვი­სი.

ვაკე და ვერა კვლა­ვაც რჩე­ბა სტა­ტუ­სის სიმ­ბო­ლოდ, მაგ­რამ ამ უბ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბას თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ახ­ლავს: გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქუ­ჩე­ბი, ხმა­უ­რი, პარ­კინ­გის ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რე, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და ძვე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ქა­ლა­ქის ბევ­რი მა­ცხოვ­რებ­ლის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბი საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლოს.

უბ­ნის შერ­ჩე­ვი­სას ახა­ლი თა­ო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უკვე მკა­ფი­ოდ გა­მო­იკ­ვე­თა - სი­წყნა­რე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ტენ­დენ­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ ახა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებს ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან ახ­ლოს, თუმ­ცა გამ­წვა­ნე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სი­თა და პრო­დუქ­ტით. დი­ღო­მი და კონ­კრე­ტუ­ლად დი­ღო­მი 8-ს ტე­რი­ტო­რია ამ მხრივ უკონ­კუ­რენ­ტოდ იქცა. დი­ღო­მი 8-ს ერ­თგვა­რო­ვა­ნი ურ­ბა­ნუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, რაც სა­ერ­თო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კონ­ტექსტს ქმნის, დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი - “თბი­ლი­სი მოლი”, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი თუ სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი უბანს მიმ­ზიდ­ველ სა­ცხოვ­რე­ბელ ლო­კა­ცი­ად აქ­ცევს.

დი­ღო­მი 8-ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო წლებ­ში 30%-ით გა­ი­ზარ­და, ახალ პრო­ექ­ტებ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ამ უბან­შია.

დღეს თბი­ლი­სის ელი­ტა­რულ უბან­ში ცხოვ­რე­ბა არ ნიშ­ნავს ხმა­ურ­სა და ქა­ოსს, არა­მედ ეს არის სი­წყნა­რე, სივ­რცე, გამ­წვა­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა.

ისე­თი უბ­ნე­ბი, რო­გო­რიც არის დი­ღო­მი 8 თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის ახალ სტან­დარტს ამ­კვიდ­რებს და სრუ­ლი­ად ცვლის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­თხოვ­ნას.