თათა ვასაძე მშობიარობის შემდეგ შთამბეჭდავ ფორმაშია: როგორია ახალბედა დედის ცხოვრების სტილი - Marao

თათა ვასაძე მშობიარობის შემდეგ შთამბეჭდავ ფორმაშია: როგორია ახალბედა დედის ცხოვრების სტილი

2025-08-04 17:33:16+04:00

ლევან ვასაძეს შვილი, თათა ვასაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშრად აზიარებს ოჯახურ კადრებს.

თათამ ამჯერად ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, მან ულამაზესი კრემისფერი, ვარდისფერ ყვავილებიანი კაბა მოირგო. თათა არჩვეულებრივად გამოიყურება და უამრავი კომენტარიც დაიმსახურა. 

tata_vasadze

tata_vasadze

  • ლევან ვასაძის შვილისშვილი - თათა ვასაძე შვილის ფოტოებს აზიარებს 

თათა ვასაძე

თათა ვასაძეს ბიოგრაფია თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

  • ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება 

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.

  • "ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა" - ახალბედა დედის, უმშვენიერესი თათა ვასაძის ოჯახური იდილია