"როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია..." - თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს - Marao

"როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია..." - თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს

2025-08-04 12:47:50+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად ზიარებს გამომწერებს პირადი ცხოვრების დეტალებს. 

თათიამ ამჟამად გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. 

კითხვაზე, თუ ქონია დეპრესია ან რითი უშველა ამ პრობლემას, თათია პასუხობს,რომ "ზოგადად არ ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი. ცუდ განწყობაზე მყოფ ჩემს თავს ვერ ვეგუები. თუმცა მქონია მომენტები და ყველაზე მეტად ამ დროს საყვარელი ადამიანების  გარშემო ყოფნა მეხმარება. მსიამოვნებს ბუნებაში სიარული, საყვარელი მუსიკის მოსმენა და რა თქმა უნდა, ბავშვებთან დროის გატარება. არ აყვეთ ნეგატიურ ფიქრებს...ესეც გაივლის..."- წერს თათია.

შემდეგ კითხვაზე: "საყვარელ ადამინს, რომ დაშორდი, მის გარეშე ცხოვრებას როგორ შეეგუე?"

თათია პასუხობს, რომ: "როცა დაშორებას გადაწყვეტ , უკვე მის მიმართ გრძნობები აღარ გაქვს. რთულია, მარტივი არ არის, მაგრამ მე არ მჩვევია წარსულზე ტირილი. ვცხოვრობ დღეს და ახლა. ვცდილობ ჩემთვის მოსაწონი მომავალი შევქმნა.

tatia_sharangia

თათიამ ასევე კითხვაზე თუ რას ნიშნავს "ღალატზე მეტი ღალატი", შემდეგნაირად უპასუხა: " როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია"

tatia_sharangia

  • "მადლობა წარსულისთვის, ლამაზი ეპიზოდებისთვის - ბედნიერების დროა..." -თათია შარანგია პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს პასუხობს 

თათია შარანგია

თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.

თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ​ამის პარალელურად, თათია შარანგია  საავტორო გადაცემის, "სთორის" წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც. 

  • "ჩემთვის არ უღალატიათ. მესამე ადამიანზე მე არასდროს მსმენია, მაგრამ დამერწმუნეთ, არსებობს ამაზე დიდი ღალატიც..." - თათია შარანგიას გულწრფელი პასუხები გამომწერებს 

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

tatia_sharangia

თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი," ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად"."ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“

  • "შეყვარებული ვარ, უზომოდ და უპირობოდ! როგორც არასდროს... საკუთარ თავზე! ჯარჯიზე თავის დროზეც არ უნდა მესაუბრა" - რას პასუხობს თათია შარანგია გამომწერებს 

შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც. წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა.