82 წლის ასაკში როკის ლეგენდა მიკ ჯაგერი კიდევ ერთხელ ემზადება მამობისთვის. ამ ფაქტმა მსოფლიო კვლავ გააოცა. კაცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თავისუფლების და დაუმორჩილებლობის სიმბოლო, ახლა თბილი პარტნიორი და მზრუნველი მამაა. მისი პარტნიორი, 38 წლის ბალერინა და ქორეოგრაფი მელანი ჰამრიკია. წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია.
ათწლეულების განმავლობაში მიკი იყო როკ-ენ-როლის ცოცხალი ლეგენდა. მისი სახელი მუდამ ასოცირდებოდა ენერგიასთან და სიგიჟეებთან. მას ჰყავდა რვა შვილი სხვადასხვა ქალისგან და ბევრისთვის ის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო თავისუფალი ცხოვრებით — უსასრულოდ ახალგაზრდად, უშუალოდ და უკონტროლოდ. ამიტომაც იყო საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ის, რაც უკანასკნელ წლებში მისი ცხოვრებაში ხდება.
მიკისა და მელანიას ურთიერთობა
მიკისა და მელანის ურთიერთობა სრულიად არატრადიციულად დაიწყო - არც კონცერტზე და არც წვეულებაზე, არამედ ბალეტის წარმოდგენაზე, ნიუ-იორკში. მელანი იყო განსხვავებული, თავდაჭერილი, გაწონასწორებული და ძლიერი შიგნი ხასითათის მატარებელი. თავდაპირველად მათ ურთიერთობას ბევრი არასერიოზულად უყურებდა და თვლიდნენ, რომ ეს მიკის ისეთივე სასიყვარულო რომანი იყო, როგორც სხვა დანარჩენი. მაგრამ როგორც ჩანს, მიკს პირველად შეხვდა ქალი, რომელიც არ ცდილობდა მის შეჩერებას, არც მისით მანიპულირებდა და სწორედ ამან მოხიბლა ის. მიკიმ მელანში იპოვა სიმშვიდე და სწორედ ეს აღმოჩნდა მისთვის ყველაზე ძვირფასი.

2016 წელს მათ შეეძინათ ვაჟი - დევერო. საზიგადოება ფიქრობდა მიკი ამ შემთხვევაშიც, როგორც წარსულშ იქცეოდა ისე მოიქცეოდა, მაგრამ წლები გავიდა და მელანთან ურთიერთობაში დღემდე იმყოფება. მიკიმ იგრძნო, რომ შეიძლება ის იყოს მამა, მეუღლე და უბრალოდ კარგი ადამიანი.

დღეს მიკ ჯაგერი აღარ დარბის ღამის კლუბებში. ის შვილის გვერდით იმყოფება. მის გარშემო ისევ არის როკი, სცენა, მუსიკა, მაგრამ ამჯერად ოჯახიც და კარიერაც დაბალანსებული აქვს. მელანი ხშირად არ ჩნდება საზოგადოების წინაშე, ცდილობს ჭორების საბაბი არ გახდეს. იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და ცდილობს პაპარაცების სამიზნე არ გახდეს. ის ფოკუსირებულია ოჯახსა და კარიერაზე.
ახლობლები ამბობენ, რომ მიკი მთლიანად შეიცვალა და ეს ცვლილება მხოლოდ ასაკს არ უკავშირდება. ის ახლა გაცილებით ემოციური და ნამდვილია, როგორც მამა და როგორც ადამიანი. ის კვლავ მუშაობს ახალ სიმღერებზე, გავრცელებულია ხმები ახალი ტურნეს შესახებაც, მაგრამ მისი ახალი შთაგონება უკვე სცენის მიღმაა - სახლი და ოჯახი.
სოციალურ ქსელებში მელანის ორსულობას უამრავი რეაქცია მოჰყვა: ხუმრობები, მიმები, მოწონება, ქება.
როცა მიკს ჰკითხეს, წარმოედგინა თუ არა ოდესმე თავი 83 წლის ზღვარზე, ბავშვის ბოთლით ხელში და იავნანების ფონზე, მან მხოლოდ გაიღიმა და უპასუხა: „არა… მაგრამ ეგაა როკ-ენ-როლი - არასდროს იცი, შემდეგი სიმღერა რა იქნება.“