ბედნიერი ოჯახი - მარიამ როინიშვილის ფოტოები უმცროს ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად - Marao

ბედნიერი ოჯახი - მარიამ როინიშვილის ფოტოები უმცროს ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად

2025-08-05 10:06:37+04:00

მსახიობი მარიამ როინიშვილი და ტელეწამყვანი ვახო კანდელაკი ცოტა ხნის წინ ქალიშვილის მშბლები გახდნენ. პატარას კირა დაარქვეს. მარიამი და ვახო ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ კადრებს და პატარა კირაც ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელებში. როგორც წყვილი აღნიშნავს კირა ძალიან გავს მამას და ამ ფაქტს, ხშირად უსვამენ ხაზს.

ამჯერად ვახო გულთბილ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს. ის მარიამთან და კირასთან ერთად იმყოფება.

mariami-vakho

  • „ვახო, ძაან გიხდება“ - მარიამ როინიშვილმა პატარა კირას ახალი ფოტოები გააზიარა 

მარიამ როინიშვილის ცხოვრება და კარიერა

მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში დაა მარიამს ეს სამყარო სწორედ დედამ შეაყვარა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მარიამს აქტიური მუსიკალური კარიერა ჰქონდა - ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა წარმოდგენასა თუ კონცერტში.

  • ორი შვილის დედა - უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი: როგორია მომღერლის თავის მოვლისა და სილამაზის რჩევები 

2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული როლია ველმა წარმოდგენაში "ჩიკაგოში". მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. ასევე გამორჩეულია მის მიერ შესრულებული ვარდო მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდები".

mariami  

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთია დაინტერესებული და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი 

მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.