პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში? - Marao

პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში?

2025-08-21 15:02:53+04:00

ბრიტანეთის მომავლი დედოფლის, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ. როგორც ცნობილი ტაბლოიდი RadarOnline ავრცელებს, პრინცესამ საგრძნობლად დაიკლო წონაში - მისმა ფერმკრთალმა გარეგნობამ ფანების აღშფოთება გამოიწვია. ქეითი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ კიბოს წინააღმდეგ მკურნალობა დაასრულა და გამოჯანმრთელების გზაზე იდგა, თუმცა ახლა მისი სიგამხდრე ეჭვს იწვევს. შესაძლოა, გამოჯანმრთელების პროცესს გართულებები ახლდეს, ან უარესი სიმსივნე კვლავ დაბრუნდა მის ცხოვრებაში.

kate

  • ქეით მიდლტონის გამორჩეული ლუქები და სტილი: მოდური ტრანსფორმაცია, უბრალო გოგონადან უელსის პრინცესამდე 

ქეით მიდლტონი სწრაფად დაუბრუნდა სამეფო ვალდებულებებს, თუმცა ივნისის Royal Ascot-ის დოღზე ქეითი არ გამოჩენილა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ქეითი და პრინცი უილიამი ლონდონში Wimbledon-ის ტურნირს ესწრებოდნენ შვილებთან - შარლოტასთან და ჯორჯთან ერთად (მცირეწლოვანი ლუი სახლში დარჩა), თუმცა ქეითის გარეგნობა ყველას თვალში მოხვდა.

გავრცელებული ცნობებით, პრინცესას წონა დაახლოებით დაახლოებით 40 კგ-ია, რაც მის ასაკთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. შიდა წყაროების თქმით, ქეითი ამ ეტაპზე რთულად გრძნობს თავს, არ აქვს მადა და ამ ფონზე იკლებს წონაში. "მას აღარ აქვს კუნთოვანი მასა. ქეითი ყოველთვის სპორტული აღნაგობის იყო, მაგრამ ახლა უკვე შესამჩნევია ცვლილება. ქიმიოთერაპია მარტივი არ არის და მან თავისი კვალი დატოვა", — ამბობს წყარო.

საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონს 2024 წლის დასაწყისში, მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ დაუდგინდა კიბო, რის გამოც თითქმის მთელი ერთი წელიწადი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ ჩნდებოდა. 2025 წლის იანვარში ქეითმა გააკეთა განცხადება, რომ მკურნალობა დასრულებულია. 

kate

  • 14 წლის წინ ამ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი შედგა: VOGUE პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ფოტოებს აქვეყნებს 

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დოქტორმა გეიბ მირკინმაც, რომელიც თავად არ მკურნალობდა ქეითს, მაგრამ მის გარეგნობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ასეთი მძაფრი წონის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის გართულებებით, აპეტიტის დაკარგვით ან არაეფექტური მკურნალობით. მისი თქმით, სხეულის ცხიმის, კუნთისა და ძვლის მასის მკვეთრი დაკარგვა შეიძლება იმუნურ სისტემაზეც უარყოფითად აისახოს.

ქეით მიდლტონის მდგომარეობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება სამეფო ოჯახის მხრიდან, თუმცა მედია და ფანები ყურადღებით აკვირდებიან მის გამოჩენებს და სამეფო ვალდებულებებში მონაწილეობას. საზოგადოება იმედოვნებს, რომ პრინცესა სრულად აღიდგენს ჯანმრთელობას და კვლავ დაუბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა. 

2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში.

  • ქეით მიდლტონის დიდი დაბრუნება: Givenchy-ის საღამოს კაბა და შთამბეჭდავი კადრები პრინცთან ერთად 

2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.

kate

უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.