"არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა..." - გია ბაღაშვილი 4 გოგოს მამობის შესახებ - Marao

"არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა..." - გია ბაღაშვილი 4 გოგოს მამობის შესახებ

2025-08-05 18:44:11+04:00

გია ბაღაშვილი წლების მანძილზე დაქორწინებული იყო მსახიობ თაკო ტაბატაძეზე. მათ 4 ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.

  • "რამდენიმე ვიდეო რომ ვნახე, ვთქვი, გამოიყვანეთ ეს ქალი, მაჩვენეთ-მეთქი..." - გია ბაღაშვილი დოდონა ნამორაძის შესახებ

10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვს და თანაბრად არიან ჩართულები გოგონების აღზრდაში.  

ამჯერად გია ბაღაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ სწორედ ოთხ ქალიშვილსა და მათთან ურთიერთობაზე საუბრობს.

baghashvili

გია ბაღაშვილი მამის ამპლუაში 

„ნინიც, ლიზაც, მარიამიცა და ანასტასიაც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ისინიც ასევე თვლიან და შესაბამის დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მამიკოს მიმართ. თითქმის მთელ თავისუფალ დროს პატარებთან ერთად ვატარებ. არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა, კონცერტი თუ სხვა. აღარაფერს ვამბობ დაბადების დღეებსა, თუ საოჯახო დღესასწაულებზე. თან ჩემი ოთხივე შვილი დადის სკოლაში, რომელიც ჩემ სამსახურთან ძალიან ახლოსაა. ასე რომ დღის განმავლობაშიც ვახერხებ ხოლმე სკოლაში შევლას. ჩემს ბავშვობაში ასეთი ტერმინი ჰქონდათ მასწავლებლებს, „აქტიური მშობელი“, ასეთად ჩამოვყალიბდი და მინდა გითხრათ, ამქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება არ მეგულება.

  • "მათ მოს­წონთ, რომ დედა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს, იმის­თვის ვმუ­შა­ობ, რომ მათ თვალ­ში სი­ხა­რუ­ლი და­ვი­ნა­ხო" - თაკო ტაბატაძე, როგორც 4 შვილის დედა და წარმატებული მსახიობი 

მუსიკალური ნიჭი ოთხივეს აქვს. ძალიან მიხარია, რომ ოთხივე მათგანი ჩემი მშობლიური სკოლის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედის მოსწავლეები არიან. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, აირჩევს თუ არა რომელიმე მათგანი მუსიკას პროფესიად. ინტერესები მრავალმხრივი აქვთ.

 bagashvili

  • გასაოცარი გარეგნობა, ბევრი სირთულე პირად ცხოვრებაში და დიდი წარმატება - თაკო ტაბატაძის პორტრეტი

ზაფხულობით ჩვენ საგურამოში ვართ ხოლმე, სადაც მამაჩემი, მე და ჩემი ოთხი გოგონა მართლაც დიდებულ დროს ვატარებთ. მამაჩემისთვის ერთი დიდი ბედნიერებაა შვილიშვილებთან ერთად ყოფნა, მათთან თამაში, საუბარი. პატარებსაც გამორჩეულად უყვართ და აქვთ ერთი სიამტკბილობა. აგვისტოში, როგორც წესი, ზღვაზე მივდივართ ხოლმე, შეკვეთილში და წელსაც იმავეს ვგეგმავთ", - ამბობს გია ბაღაშვილი ინტერვიუში.