"ძალიან ემოციური, თან ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ფოტოები გამოგვივიდა" - წერს ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა და საკუთარ გვერდზე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ოჯახურ კადრებს აზიარებს. ფოტოებში ქეთი მეუღლესთან, ყოფილ მორაგბე დავით კაჭარავასთან და შვილთან, ილიასთან ერთადაა.





ქეთი ხატიაშვილის ოჯახი და კარიერა
ქეთი ხატიაშვილი ქართველი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა. ქეთიმ პროექტში გამარჯვებაც შეძლო, ამ პროექტმა მას საშუალება მისცა, წარმოეჩინა თავისი პროფესიონალიზმი.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი მეუღლეს დაშორდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი ხატიაშვილს ურთიერთობა ყოფილ მორაგბე დავით კაჭარავასთან ჰქონდა, რომელიც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატი და რაგბის კავშირის პრეზიდენტია. წყვილი რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, ბევრს მოგზაურობს და მეგობრებისგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს.
ქეთისა და დავითს ერთი საერთო შვილი, ილია ჰყავთ. მალე კი ისინი გოგონას მშობლებიც გახდებიან.