"შენ ხარ ცისარტყელა, კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ" - მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ქალიშვილი იუბილარია - Marao

"შენ ხარ ცისარტყელა, კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ" - მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ქალიშვილი იუბილარია

2025-08-06 10:35:52+04:00

მომღერალი მარიამ როინიშვილისა და მსახიობი გიორგი მახარაძის ქალიშვილი იუბილარია. მარიამს და გიორგის ერთი საერთო შვილი, ელენე ჰყავთ. 

მარიამმა ელენეს დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა.

"დღეს ეს პატარა გოგო 15 წლის გახდა. დღე, როდესაც დედა გავხდი. მაშინ 20 წლის ვიყავი. ვხვდებოდი, რომ ძალიან ლამაზი ზღაპრის პირველ ფურცელზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ თავგადასავალში მოვხვდებოდი. მადლობა, რომ ჩემი შვილი ხარ, მადლობა ყველა წამისთვის. შენ ხარ ცისარტყელა, კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ. მიყვარხარ დე." - წერს მარიამი.

mariam-roinishvili

mariam-roinishvili

mariam-roinishvili

  • ორი შვილის დედა - უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი: როგორია მომღერლის თავის მოვლისა და სილამაზის რჩევები 

მარიამ როინიშვილი

უზადო ხმა და გარეგნობა მომღერალი მარიამ როინიშვილის სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულა, მიუზიკლების მსახიობიც გახდა და მის მიერ შესრულებულ "ველმაზე" დღესაც ბევრს საუბრობენ. 

ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. 

mariami

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი 

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • ბედნიერი ოჯახი - მარიამ როინიშვილის ფოტოები უმცროს ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად 

დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ...