"არაფერი გამაჩნია, ერთი, რვა წლის გამხმარი ტუშისა და „რუმიანის“ გარდა" - მშვენიერი მსახიობის, ანანო მგალობლიშვილის სულ სხვა მხარე - Marao

"არაფერი გამაჩნია, ერთი, რვა წლის გამხმარი ტუშისა და „რუმიანის“ გარდა" - მშვენიერი მსახიობის, ანანო მგალობლიშვილის სულ სხვა მხარე

2025-08-06 13:55:12+04:00

უმშვენიერესი ახალგაზრდა მსახიობი, ანანო მგალობლიშვილი ფართო აუდიტორიამ პოპულარული სერიალიდან სიყვარულს მიღმა“ გაიცნო. მას შემდეგ ანანო არაერთი გადაცემისა თუ გამოცემის სტუმარი ყოფილა - მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა. 

ამჯერად მომხიბვლელი მსახიობი საკუთარი ცხოვრების წესისა და თავის მოვლის ჩვევების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. რუბრიკაში „იღბალი და შრომისმოყვარეობა“ მან განმარტა, რომ რაიმე განსაკუთრებულ ხერხებს ადა ხრიკებს არ მიმართავს:

  • "29 წლის შემდეგ აჩიკომ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა..." - აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის ზღაპრული სიყვარულის ისტორია

„ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. ვიცი, რომ ეს საამაყო არ არის, მაგრამ ცხოვრებაში მაკიაჟისთვის საჭირო საშუალებები არ მიყიდია. ერთადერთხელ, გათამაშების წამყვანი ვიყავი, კოვიდის პერიოდი იყო, მაკიაჟი თვითონ უნდა გაგვეკეთებინა და იმდენად არაფერი მქონდა, რომ მათ მიყიდეს. არაფერი გამაჩნია, ერთი, რვა წლის გამხმარი ტუშისა და „რუმიანის“ გარდა. ათასი დასახელების კოსმეტიკა არსებობს, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, უცებ შემიძლია, მოვკოხტავდე, მაქსიმუმ, ტონალურითა და ტუშით.

თავის მოვლას რაც შეეხება, ერთი კრემი მაქვს და სახეზეც და ტანზეც მას ვისვამ. არ მიყვარს ქალური ამბები. არც შოპინგია ჩემი. შემიძლია, არ ვიშოპინგო, არაფერი არ ვიყიდო, მაგრამ წავიდე ჯუნგლებში სამოგზაუროდ, თვითმფრინავიდან გადმოვხტე და ასე შემდეგ.

ექსტრემიც მიყვარს, მოგზაურობაც, ერთადერთი, რაც არასდროს მეზარება და რისთვისაც არაფერი მენანება, ეს არის მოგზაურობა. მოგზაურობისას შეიძლება, ყველაფრის უფლება მივცე თავს, რომ კარგად გავერთო. პარიზში საშოპინგოდ არასდროს წავალ, მხოლოდ და მხოლოდ – თავგადასავლებისთვის. მეუბნებიან ხოლმე, რატომ არ დებ ვიდეოებს, სადაც, მაგალითად, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს გასცემო და არ არის ეგ ჩემი სფერო.

  • უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მოუვლელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. მე მკითხეთ, სად უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ, საიდან უნდა გადმოხტეთ, სად რომელ სასტუმროში ჯობს დარჩენა და ამას ნამდვილად გირჩევთ “, – აღნიშნავს ანანო მგალობლიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

anano_mgaloblishvili

ანანო მგალობლიშვილის კარიერა და ოჯახი 

მშვენიერი მსახიობი ამბობს, რომ მსახიობობა ბავშვობიდან იტაცებდა, თუმცა, საბოლოოდ, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. 

„ბავშვობიდან მომწონდა მსახიობობა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, სამხატვრო აკადემია ავირჩიე. თუმცა, ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ყოველთვის ვიყავი კამერის წინ ან მის მიღმა. ვმუშაობდი: რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად, მიმყავდა ამინდის პროგნოზი, გათამაშება, მონაწილეობას ვიღებდი სარეკლამო რგოლებში და ასე შემდეგ. სამსახიობო გამოცდილება რეკლამებიდან უფრო მაქვს”.

  • "ამ 5 წლის მანძილზე რაც "ფილერი" გავიკეთე, უკლებლივ ყველა დავიშალე!" - ფოტოები 10 წლის სხვაობთ და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძის რჩევები

ანანო მგალობლიშვილი დაქორწინებულია რეჟისორ ლაშა ბოლქვაძეზე. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ: 

„ჩემმა მეუღლემ ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი. თავად რეჟისორია და უნდოდა, დრონით მოეტანა ბეჭედი, მაგრამ იქ დრონით გადაღება არ შეიძლებოდა და იდეა სპონტანურად შეცვალა. ქრისტეს ქანდაკებასთან ყველა იღებს ფოტოს, ქვემოდან ხელებს თუ შლი, იმიტაციაა, რომ ქრისტეს ქანდაკების ხელებთან აერთებ. იქ დამაყენა, მოდი, ფოტოს გადაგიღებო. მეც გავშალე ხელები და ქვემოდან ბეჭედი მომაწოდა.

ნამდვილად არ ველოდებოდი. თურმე, ბრაზილიაში მთელი მოგზაურობის დროს მიღებდა ვიდეოს – ზურგს უკან ბეჭდით დამყვებოდა. ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი. 2020 წელს მოვაწერეთ ხელი და გვყავს ერთი საოცარი გოგონა”, - ამბობს ანანო მგალობლიშვილი. 

anano_mgaloblishvili