ორსული რიანა არაორდინალურ კბაში: ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს - Marao

ორსული რიანა არაორდინალურ კბაში: ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს

2025-08-06 13:48:03+04:00

ორსული რიანა პასტელური ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. რიანა ორსულობის დროსაც არ ჩამორჩება მოდის ტენდენციებს. 37 წლის მომღერალი, რიანა, 5 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში პაპარაცებმა დააფიქსირეს. მას გრძელი, ვარდისფერ-ყვითელ ფერებში გაწყობილი კაბა ეცვა.

ლუქს რიანამ დიდი ზომის საყურე შეუხამა, ვარდის ფორმის ბეჭდით და ლაიმისფერი სპორტული ფეხსაცმელებით, რაც მის იმიჯს თავისუფალ და ინდივიდუალურ შტრიხს სძენდა.

riana

ვარსკვლავს თმა ნახევრად ჰქონდა აწეული, მაკიაჟი კი - ნაზი და ვარდისფერი ტონალობის.

riana

მომღერალი ორსულობის პერიოდში არაერთი გამორჩეული ლუქით გამოჩნდა საზოგადოებაში.

რიანამ და როკიმ მესამე შვილის შესახებ პირველად Met Gala-ზე გაამხილეს.

  • რიანა მესამე შვილს ელოდება 

ჟურნალ People-თან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ ორსულობამ წყვილის ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა.

„როკი სრულიად ჩართულია ოჯახის საქმეებში. ის მზრუნველი მეუღლე და მამაა. ბავშვებს უცვლის საფენებს, აძინებს და მათ ბედნიერ გარემოზე ზრუნავს“, - ამბობს წყარო.

რიანას ბიოგრაფია

ცნობილი მომღერალი რიანა 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ბავშვობა რთულ სოციალურ პირობებში გაატარა, თუმცა მუსიკამ და შემოქმედებამ პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მუსიკალური ნიჭი და გამორჩეული ხმის ტემბრი მალევე იქცა მის გამორჩეულ იდენტობად.

მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers-თან შეხვედრისას 2003 წელს. მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ გაიგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერ Jay-Z-სთან. რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელმაც „ბილბორდის" მონაცემებით, ტოპ-ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო.

  • უკვე ორი შვილის დედის ამპლუაში - რიანა შვილებთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოებს აქვეყნებს 

riana

რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალგაყიდვადია, მაგალითად: „Umbrella“, „Take a Bow“, „Disturbia“, „Only Girl (In the World)“, „S&M“, „We Found Love“, „Diamonds“ და „Stay“. გახდა ყველაზე ახალგაზრდა სოლო-შემსრულებელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: რვა "გრემი", რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards. American Music Awards-ზე 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award-ის წოდება. 2014 წელს მიიღო მთავარი ჯილდო The Council of Fashion Designers of America (CFDA) -სგან. 

  • რიანას არაორდინარული ფოტოსესია Interview Magazine-თან, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა 

რიანა და როკი მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპულარული და გავლენიანი წყვილია. მათ პირველი შვილი RZA 2022 წლის მაისში შეეძინათ, მეორედ კი მშობლები გასულ ზაფხულს, აგვისტოში გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რიანა ორივე ორსულობას მალავდა და დიდი ხნის მანძილზე არც პირველი შვილის ფოტოები გაუსაჯაროებია, მოგვიანებით ოჯახი ერთად გამოჩნდა და მუსიკოსმა შვილები საზოგადოებასაც გააცნო. 

rihhana