მოგზაურობა პუერტო რიკოში და ფოტოები თაფლობის თვიდან: მარიამ შარმანაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს - Marao

მოგზაურობა პუერტო რიკოში და ფოტოები თაფლობის თვიდან: მარიამ შარმანაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს

2025-08-06 15:09:40+04:00

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართული და იტალიური მედიის განხილვის მთავარი თემა ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტი უმცროსისა და მისი მეუღლის, ქართველი ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილია. 

  • წინასაქორწინო წვეულება და ზღაპრული ცხოვრების დასაწყისი: "ქართველი კონკიას", მარიამ შარმანაშვილის ინტერვიუ

მარიამისა და კარლოს სიყვარულის შესახებ საქართველოში ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, მას შემდეგ კი წყვილის გარშემო მუდმივად არსებობდა კითხვები - როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორია სოფი ლორენის დამოკიდებულება ქართველი გოგონას მიმართ... 

საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ერთ-ერთ გასართობ შოუშიც ისაუბრეს. 

sharmanashvili

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი

"საქართველოში ძალიან რთულია იყო გამხდარი, რადგან სულ გეუბნებიან – ჭამე, ჭამე. აუცილებლად უნდა ჭამო, თორემ შემდეგ ძალიან სწყინთ. ამით იტალიელებს ჰგავხართ.

როცა საქართველოში ვარ, თავს სახლში ვგრძნობ, კულტურული ჭრილით ძალიან ჰგავს ეს ქვეყანა იტალიას, ურთიერთობებს, სტუმარმასპინძლობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ქართული ენა ძალიან მომწონს, თქვენი კალიგრაფია არაჩვეულებრივია..." - ამბობდა კარლო პონტი საქართველოს შესახებ. 

26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა. 

  • "თითქმის ერთი თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, ხინკლით და ხაჭაპურით აღფრთოვანდა..." - სოფი ლორენის ემოციები და ურთიერთობა ქართველ რძალთან 

წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა. 

ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.

mariam

სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:

"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!

  • "ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა..." - ქართველი კონკიას, მარიამ შარმანაშვილის ზღაპარი 

გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.

მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერს კარლო პონტი.

ამჯერად კი წყვილი ფოტოებს თაფლობის თვიდან აქვეყნებს. მარიამმა და კარლომ სამოგზაუროდ პუერტო რიკო აირჩიეს, ულამაზესი ფოტოები გულშემატკივრებსაც გაუზიარეს. 

mariam_sharmanashvili

mariam_sharmanashvili