ზაფხულის ცხელი დღეების გატარება ქართველმა სელებრითებმა სხვადასხვა ქვეყანაში გადაწყვიტეს. ზოგმა აშშ-ში იმოგზაურა, ზოგმა კი ევროპისა და აზიის ტროპიკული და ზღვისპირა ქვეყნების მოინახულა.
ვნახოთ ვინ, სად და როგორ გაატარა საზაფხულო არდადეგები:
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თავის ულამაზეს მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად საზაფხულო არდადეგებ აშშ-ში გაატარა . წყვილი ლოს-ანჯელესიდან, Hollywood Sign-იდან მათი დასვენების ფოტოებს აზიარებდნენ.
გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია - საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა.
მალევე არანაკლებ პოპულარული გახდა მისი მშვენიერი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი - გოგო განსაკუთრებული გარეგნობითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით - მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული ელენე საკუთარ საქმეშიც წარმატებულია და მეუღლის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.
„2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.
ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები" - მბობდა ელენე.
მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ზაფხულს იტალიის ქალაქ რომში ატარებდა. ნინიმ ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა. "ჩვენი რომაული არდადეგები". მოდელი, როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში გამოიყურებოდა და გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია..." - ამბობს ნინი
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან, ლაშა მოწონელიძესთან და შვილთან, პატარა ზუკასთან ერთად ანტალიაში ატარებდა. მსახიობი აქტიურად აზიარებდა მოგზაურობის კადრებს სოციალურ ქსელებში და ხშირად ანებივრებდა გამომწერებს ოჯახური მომენტებით.
რუსკამ უამრავი ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კომენტარებში გამომწერები სითბოს, სიყვარულსა და ბედნიერებას უსურვებდნენ ოჯახს.
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა.
რუსკა ქარქაშაძესა და ლაშა მოწონელიძეს ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.
ორი წონის UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურიამ ზაფხული, მეუღლესთან, ჯონჯინასთან ერთად აზიაში გაატარა. "გამარჯვების შემდეგ დროა დაისვენო" - წერდა სოციალურ ქსელში.
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინასა და ილიას ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პატარა ჰუგოსთან ერთად ზრდიან. ჯორჯინა აქტიურადაა ჩართული ბავშვების ცხოვრებაში და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის შესახებ სიახლეებსაც ხშირად გვიზიარებს.
ჯორჯინა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით მილიონამდე გამომწერი ყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.
ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს. შორენა გამომწერებს არაჩვეულებრივი კადრებით ანებივრებს, რომლებმაც მალევე დაიმსახურა გულშემატკივრების მხრიდან დადებითი კომენტარები.
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და კალათბურთელი ზაზა ფაცულია მეუღლეებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ატარებენ.
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ საერთო ფოტო გააზიარა. ფოტომ მალევე დაიმსახურა გულშემატკივრების მოწონება. არნიშნავდნენ, რომ არჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და ბედნიერ დასვენებას უსურვებდნენ.
მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზაფხულო არდადებებს ბერძნული მზის ქვეშ ატარებდა. თაკომ გამომწერებს ულამაზესი კადრები გაუზიარა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო:
"როგორი ლამაზი და დახვეწილი ხართ" - წერდნენ თაკოს გულშემატკივრები.
თაკო საბერძნეთში დედასთან, ნინო ცქიტიშვილთნ ერთად ისვენებდა.
ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.