ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი.
აღნიშნულ გაცხადებას სალომე გოგიაშვილმა ცილისწამება უწოდა, უარყო ძალადობის ფაქტი და საქმის სასამართლოში გადატანა გადაწყვიტა. "მე არ ვაპირებ პინგ-პონგის თამაშს ფეისბუკზე - შევხვდებით სასამართლოში", - ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში.
ვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა 10 აგვისტოს გამოაქვეყნა, ის მეუღლის შესახებაც საუბრობს. სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილმა 15 წლის წინ იქორწინა და ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.
"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ჩემს ქმართან, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა. მან შეძლო დაენახებინა ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ - არა. ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ახლა არის ჩემთვის ყველაზე რთული პროცესი, 15 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად და, ცუდის გარდა, ძალიან ბევრი კარგიც იყო. მადლობა მას, იმიტომ რომ ახლაც, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, გინდა ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაინც მისი იმედი მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვაპირებ ამის ფეისბუკში გასაჯაროებას, ყველაფრისთვის მას მადლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ფანტასტიკური ბიჭი მაჩუქა, რომლებიც პატარები არიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მივლიან, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე პერიოდს გავდივარ", - ამბობს სალომე გოგიაშვილი ვიდეოში.
მოგვიანებით სალომემ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბრძოლას სასამართლოში არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ქალებისთვისაც აპირებს, ვინც მსგავს მდგომარეობაშია:
"გოგოებო, ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ, იცოდეთ, რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ და ეს გამარჯვებაც ჩვენი საერთო იქნება! მადლობა ათასობით წერილისთვის, სიყვარულისთვისა და გამხნევებისთვის. მიუხედავად ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, თქვენ ამ ბრძოლის დაწყება შემაძლებინეთ... და გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ", - დაწერა ტელეწამყვანმა.
ამის პარალელურად, კიდევ ერთი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამაც:
"მინდა, ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო. არ მეგონა, ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდნენ უცხო ადამიანები! მე ბევრ ადამიანს ვთხოვე დაცვა ამ ქალის ბულინგისა და შანტაჟისაგან, თუმცა არავინ დამეხმარა, ამიტომ ჩემი გონებით, როგორც შემიძლია, ისე გადავწყვიტე მარტოს დამეცვა თავი. ამ სტატუსს რომ ვწერდი, ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ მომედავებოდნენ ცილისწამებაზე, რადგანაც ნამდვილად არ მაქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმაზე, რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის … მაგრამ! ყველანაირი ჯარიმა მიღირდა, მეთქვა ჩემი სიმართლე და თუ რას ვგრძნობ მე, ასევე, მიღირდა ამ, თურმე, სასტიკი ადამიანის სააშკარაოზე გამოყვანა, თუნდაც იმ უამრავი ადამიანის გულის მოსაფხანად და დასაცავად, ვინც ასე და ამაზე მეტად გაამწარა და მათ ვერ გასცეს სათანადო პასუხი.
ისიც ვიცოდი, რომ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი წამოვიდოდა, მაგრამ მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი დამნაშავესავით! ჩემი სტატუსის მიზანი იყო, მისი ნამდვილი სახე დაენახა საზოგადოებას და ამის მერე ელაპარაკა მორალზე. მე ვარ თავისუფალი ადამიანი მათგან განსხვავებით და ტელეფონზეც და ქუჩაშიც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკები, თუ ჩავთვლი საჭიროდ და ამისთვის არავის ნებართვა არ მჭირდება!
ალბათ, ეს არის ვითომ ჩემი დანაშაული, რომ ნორმალური ადამიანი მგონია ზოგი. დღეს გავიგე, რომ უახლოესი მეგობარიც ვყოფილვარ... ამით მე გემშვიდობებით ყველას და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს. დანარჩენს შევხედავ და ისე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე.
P.s. მე არავისი დაჭერა და დასჯა არ მინდოდა თავიდან, ამიტომ, სამწუხაროდ, არ ვარ შეიარაღებული კამერებით და ფოტოგრაფებით. თუმცა, დღეს ვნანობ, რომ თავის დასაცავად მაინც არ მივიღე რაღაც ზომები. დღეს ვხვდები, რომ ჩემ გარდა ამ ადამიანს ვერავინ გაანადგურებდა და ვთვლი, რომ ეს უკვე მოვახერხე კამერების, ფოტოგრაფებისა და დაცვების გარეშე, ცარიელი ხელებით და მხოლოდ ჩემი სულისკვეთებით და გამბედაობით. ამის შემდეგ ვისაც რა უნდა, ის ეცადოს და ამტკიცოს, თუ კი ეგ უშველით. რომ მნდომოდა, მექნებოდა ურთიერთობა და არც მაგის მეშინია. მადლობა, ჩემო ადამიანებო. მართალია, ამ ომში მე მარტო ვარ, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი მომეცით თქვენი სითბოთი", - დაწერა ლიკა კვარაცხელიამ.