ულამაზესი ორსულის ახალი ოჯახური ფოტოები: ლიკუნა ქორქიას ახალი კადრები რჩეულთან ერთად - Marao

ულამაზესი ორსულის ახალი ოჯახური ფოტოები: ლიკუნა ქორქიას ახალი კადრები რჩეულთან ერთად

2025-08-11 11:10:00+04:00

უმშვენიერესი ლიკუნა ქორქია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, ის აქტიურად დაუბრუნდა გადაღებებს და კვლავ მონაწილეობს არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო თუ მარკეტინგულ კამპანიაში. ლიკუნა საკუთარ გვერდზე რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებს. 

likuna_qorqia

likuna_qorqia

likuna_qorqia

ლიკუნა ქორქიას ორი ქორწინება, კარიერა და ოჯახი 

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

  • რას წერს ლიკუნა ქორქია ორსულობის შესახებ: "ჯერ არ მეტყობა, მაგრამ უკვე ვბრწყინავ"

ლიკუნას და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.

რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. 

  • პირველი შვილის მოლოდინი და უმშვენიერესი ტელეწამყვანის ვიდეო: ლიკუნა ქორქიას კადრები რჩეულთან ერთად

"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ,  არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“, - აღნიშნავდა მაშინ ლიკუნა ქორქია. 

მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მოდელი არ სტუმრობს პოპულარულ სატელევიზიო შოუებს, მას სოციალურ ქსელში 60 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და საკუთარ ყოველდღიურობას მათ აქტიურად უზიარებს. ლიკუნას გვერდზე ხშირად ნახავთ სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან, სახის კანისა თუ თმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, სწორი კვებისა და წონის კონტროლის შესახებაც. 

  • ლიკუნა ქორქიამ პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მეორედ იქორწინა: ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული

ლიკუნა პერიოდულად რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებასაც აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.