ნინო თოლორდავას ფრანგული არდადეგები თადა ერეკლესთან ერთად: ტელეწამყვანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

ნინო თოლორდავას ფრანგული არდადეგები თადა ერეკლესთან ერთად: ტელეწამყვანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2025-08-11 16:16:26+04:00

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელესახე ნინო თოლორდავა ზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახთან ერთად ევროპაში ატარებს. ის მეუღლესთან, ორ ვაჟთან და მეგობრებთან ერთად იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობს. ნინო თოლორდავამ ფოტოები პატარა თადა ერეკლესთან ერთადაც გამოაქვეყნა. თადა ერეკლე ნინოსა და მისი მეუღლის ნანატრი შვილია, რის შესახებაც ტელეწამყვანს არაერთხელ უსაუბრია. 

nino_tolordava

nino_tolordava

nino_tolordava

ნინო თოლორდავასა და გიორგი დავითაიას ოჯახი 

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა", - ამბობდა ის. 

  • "მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის" - ნინო თოლორდავას მეორე შვილი 24 წლის შემდეგ და ბებიის ამპლუა

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. 

"ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი - ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორი გრძნობაა, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ვპასუხობ - ეს საოცრებაა. ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი ენერგია, ახალი მოტივაცია. თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეგიძლია თავიდან დაიწყო სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.

  • "ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას... რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ" - ნინო თოლორდავას ცხოვრების ზღაპარი

როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით.  დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად. 

  • ნინო თოლორდავა სუროგაციასა და შვილთან პირველად შეხვედრის შესახებ: "ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს" 

მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება", - ამბობს ნინო თოლორდავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც შვილთან, პატარა თადა-ერეკლესა და შვილიშვილთან, ნოასთან ერთადაა.