რა ღირს რეკორდული ზომის, 37-კარატიანი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც კრიშტიანუმ მეუღლეს აჩუქა - Marao

რა ღირს რეკორდული ზომის, 37-კარატიანი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც კრიშტიანუმ მეუღლეს აჩუქა

2025-08-12 13:11:48+04:00

8-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, პორტუგალიელი ფეხბურთელი, 40 წლის კრიშტიანუ რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი დაინიშნნენ. ამ სიახლემ მთელი მსოფლიო მოიცვა და გავლენიანი გამოცემები სულ უფრო აქტიურად წერენ ვარსკვლავური წყვილის ცხოვრების, ოჯახისა და განვლილი გზის შესახებ. 

პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა, El Hormiguero-სთან ინტერვიუში თანაცხოვრებისა და მომავალი ქმრის გაცნობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა, კრიშტიანუ პირველად იმ მაღაზიაში ნახა, სადაც თავად მუშაობდა. ფეხბურთელი იქ შვილთან ერთად მივიდა:

„შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვიდა. ძალიან თავაზიანად იქცეოდა. მაშინვე ვიგრძენი პეპლები მუცელში. შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით და მან თვალი ჩამიკრა. მაშინ ძალიან შემრცხვა“ - იხსენებს ჯორჯინა.

  • „ფულმა მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა, ახლა უფრო მეტ ადამიანს ვეხმარები“ - ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობასა და თანაცხოვრებაზე 

ჯორჯინამ თავისსა და კრიშტიანუს ყოველდღიურობასა და თანაცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფულმა და სიმდიდრემ ის მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი უკვე არაერთი წელია ერთადაა, ზრდიან შვილებს და აქვთ ბედნიერი ოჯახი, მაინც ხშირად იწერება კომენტარები, რომ ჯორჯინა რონალდუსთან მხოლოდ ფულის გამოა. 

„მე და კრიშტიანუს საერთო გარდერობი გვაქვს. ის გიგანტური ზომისაა და ბოლომდე შევსებული არ არის, რადგან ტანსაცმლის ნაწილი მადრიდში გვაქვს. დაახლოებით 150 ჩანთა მაქვს. კრიშტიანუ გამუდმებით მეკითხება, რაში მჭირდება ამდენი, მაგრამ მე ყოველთვის ვახსენებ, რომ მას ჩემზე მეტი აქვს.

ხშირად მეკითხებიან, შემცვალა თუ არა ფულმა. ჩემი პასუხია, რომ მხოლოდ უკეთესობისკენ - ახლა შემიძლია უფრო მეტ ადამიანს, მათ შორის, ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებსაც დავეხმარო და ეს ძალიან სასიამოვნოა“ - ამბობს ჯორჯინა როდრიგესი El Hormiguero-სთან საუბრისას.

სანატრელი ნიშნობა და 5-მილიონიანი ბეჭედი 

როდრიგესის ახალი ბეჭედი ბოლო ორი დღეა ერთადერთი თემაა, რაზეც ყველას შეუძლია ისაუბროს, მათ შორის საიუველირო ნაწარმის ექსპერტებს, რომლებიც ამხელენ, თუ რა არის, მათი აზრით, გიგანტური თვალისმომჭრელი ბრილიანტის შვიდნიშნა ფასი. 

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ნიშნობა ორშაბათს, 11 აგვისტოს ჩანიშნეს. ინსტაგრამ პოსტში როდრიგესმა გამოაჩინა სპორტსმენისგან მიღებული დიდი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ახლა ვირუსულად ვრცელდება ყველა სოციალურ ქსელში. ბრილიანტი იმდენად დიდი ზომისაა, რომ მან საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრილიანტის თვალი 37 კარატამდე იწონის და 3 მილიონ დოლარამდე ეღირება. 

  • ვიქტორია ბექჰემის 15 ნიშნობის ბეჭედი და უძვირფასესი კოლექცია: რატომ და როდის ჩუქნის დევიდ ბექჰემი ცოლს ნიშნობის ბეჭდებს

მიუხედავად იმისა, რომ თვალისმომჭრელი ქვის შესახებ დეტალები მისი იუველირის მიერ ჯერ არ გახმაურებულა, ექსპერტები უკვე დებენ ფსონს ყველაფერზე, ბეჭდის ფასიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, თუ ზუსტად რა და რამდენი ბრილიანტი გამოიყენეს ძვირფასი ბეჭდის შესაქმნელად.

ტობიას კორმინდი, ლონდონში მდებარე 77 Diamonds-ის მმართველი დირექტორი, თვლის, რომ როდრიგესის თვალისმომჭრელი აქსესუარი დაახლოებით 35 კარატია - და ეს მხოლოდ ოვალური ცენტრალური ქვის მოცულობაა. ის თვლის, რომ  მთავალი თვლის გარშემო გამოყენებული თვლებიდან თითოეული ერთი კარატია, რაც ბეჭედს 37 კარატად აფასებს.

კორმინდს ჯორჯინას ბეჭედი აგონებს ელიზაბეტ ტეილორის ცნობილ ბეჭედს, რომელიც მას რიჩარდ ბარტონმა აჩუქა. როგორც ამბობენ, მან ეს სამკაული აუქციონზე 1 მილიონ დოლარზე მეტ ფასად შეიძინა. კორმინდი თვლის, რომ როდრიგესის ბეჭედი 5 მილიონი დოლარი ღირს.

engagement_ring

ლორა ტეილორი, Lorel Diamonds-ის ნიშნობის ბეჭდების სპეციალისტი, როდრიგესის ქვას „არაჩვეულებრივს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ოვალური ჭრის ბრილიანტს წარმოადგენს, რომლის წონაც 15-დან 20 კარატამდე მერყეობს.

„ოვალური ჭრილები ცნობილია ბრწყინვალე წახნაგებით, რაც მაქსიმალურად ზრდის ბზინვარებას და ქვას ყველა კუთხიდან კაშკაშა, ცოცხალ იერს სძენს“, ამბობს ტეილორი.

ტეილორი ასევე პროგნოზირებს, რომ მთავარ თვალს მნიშვნელოვანი გვერდითი ქვებით ამშვენებს, რათა ცენტრალური ქვა „კიდევ უფრო დიდი გამოჩნდეს“ და რომ ყველაფერი პლატინაზეა „უსაფრთხოებისა“ და ფერის გაუმჯობესებისთვის.

  • როგორია სპეციალურად მისთვის შექმნილი ოვალური ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც 1 მილიონზე მეტი ღირს: ჰეილი ბიბერის უნიკალური ნიშნობის ბეჭდის ისტორია 

„თუ ბრილიანტი ნატურალურია და განსაკუთრებული ხარისხისაა D-F ფერთა დიაპაზონში, უნაკლო ან თითქმის უნაკლო სიცხადით, მისმა ღირებულებამ შეიძლება გადააჭარბოს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს“, - დასძენს ის.

საუბარი მხოლოდ ინდუსტრიის ექსპერტებს შორის არ მიმდინარეობს. საიუველირო ნაკეთობების მოყვარულმა, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელმა, ჯულია ჩაფმა, ვიდეო გამოაქვეყნა, რათა დეტალურად განეხილა რევოლუციური ბეჭედი.

ჩაფის აზრით, 35 კარატიანი ოვალური D Flawless ბრილიანტის ბეჭდის ფასი 3 მილიონი დოლარი უნდა იყოს. „ამ ქვის რეგულარულად ტარებისთვის, თითის რეკონსტრუქციის ოპერაცია დაგჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რომ 45 კილოგრამიან ქვას მთელი დღე, ყოველდღე ატარებთ თითზე. მტკივნეულია, მაგრამ ღირს“, - ხუმრობდა ის.

ჯორჯინასა და რონალდუს ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წელს გახდა. მათ ჰყავთ ტყუპები, ევა მარია და მატეო, 8 წლის; ქალიშვილი ალანა, 7 წლის; ქალიშვილი ბელა, 3 წლის და 15 წლის ვაჟი კრიშტიანუ უმცროსი, რომელიც რონალდუს წინა ურთიერთობაში შეეძინა. სამწუხაროდ, 3 წლის ბელას ჰყავდა ტყუპისცალი, ანხელი, რომელის 2022 წელის აპრილში გარდაიცვალა.