სალომე გოგიაშვილი ჩანაწერს აქვეყნებს: "უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება!" - Marao

სალომე გოგიაშვილი ჩანაწერს აქვეყნებს: "უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება!"

2025-08-14 12:13:41+04:00

"ყოფილი მოდელის, უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება! დედა ნახე... შვილი ნახე... უკომენტაროდ!" - წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ჩანაწერის მცირე მონაკვეთს, რომელსაც ჩვენ, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ გიზიარებთ.

ჩანაწერი, სადაც ლიკა შენგელიას ქალიშვილის, ქეთი ჟღენტისა და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის სატელეფონო საუბრის მცირე მონაკვეთია, შეიცავს უწმაწურ სიტყვებსა და მუქარას. 

salome_gogiashvili

სალომე გოგიაშვილი და ლიკა შენგელია 

ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. 

  • "ქალური სოლიდარობა ხომ მითია საერთოდ! მოდი, რა, ყველამ ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ" - დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე პოსტს აქვეყნებს 

ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. 

ვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა 10 აგვისტოს გამოაქვეყნა, ის მეუღლის შესახებაც საუბრობს. სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილმა 15 წლის წინ იქორწინა და ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

სალომე გოგიაშვილი მეუღლეზე 

"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ჩემს ქმართან, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა. მან შეძლო დაენახებინა ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ - არა. ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ახლა არის ჩემთვის ყველაზე რთული პროცესი, 15 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად და, ცუდის გარდა, ძალიან  ბევრი კარგიც იყო. მადლობა მას, იმიტომ რომ ახლაც, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, გინდა ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაინც მისი იმედი მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვაპირებ ამის ფეისბუკში გასაჯაროებას, ყველაფრისთვის მას მადლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ფანტასტიკური ბიჭი მაჩუქა, რომლებიც პატარები არიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მივლიან, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე პერიოდს გავდივარ", - ამბობს სალომე გოგიაშვილი ვიდეოში. 

  • "მხოლოდ ერთს ვიტყვი - ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი, იცით, რატომ?" - ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს 

მოგვიანებით სალომემ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბრძოლას სასამართლოში არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ქალებისთვისაც აპირებს, ვინც მსგავს მდგომარეობაშია.

ვინ არის ლიკა შენგელია?

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან. 

  • დიდი სკანდალის შემდეგ დასვენება ზღვისპირა კურორტზე: რა კადრებს აქვეყნებს მოდელი ლიკა შენგელია

"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. "ფორ­დის" სა­ა­გენ­ტო­და­ნაც ჰქონ­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო ვერ წა­ვი­და. მერე გა­თხოვ­და, ჩვენ გავჩნდით და მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი. 

ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ. 

ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან. 

ლიკა შენგელია გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით - ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ბევრს მოგზაურობს და მეგობრებს ეგზოტიკურ ფოტოებსაც უზიარებს.