სოფია არველაძის ზაფხულის არდადაგები: თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილიშვილის ახალი კადრები - Marao

სოფია არველაძის ზაფხულის არდადაგები: თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილიშვილის ახალი კადრები

2025-08-15 10:32:16+04:00

დიზაინერი თეონა თავართქილაძე და ფეხბურთელი რეზი არველაძე უკვე ბებიისა და ბაბუის ამპლუაში არიან. წყვილს ერთი შვილიშვილი, სოფია ჰყავს. სოფია ვატო არველაძის და მაკუნა ზედაშიძეს პირველი ქალიშვილია. 

თეონა აქტიურადაა ჩართული შვილიშვილის აღზრდაში და ხშირად გვიზიარებს უსაყვარლესი სოფიას კადრებს. ამჯერად მის ფოტოებს მშობლები ზღვის სანაპიროდან აქვეყნებენ. 

arveladze

arveladze

  • სოფია უკვე დიდი გოგოა: თეონა თავართქილაძის უსაყვარლესი შვილიშვილი და ბებიის ამპლუა 

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე  

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი სოფია ჰყავთ.

  • თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

arveladze

  • სამი ქართველი ქალი და ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: მაკა ასათიანი, ლელა წურწუმია და თეონა თავართქილაძე 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.