8-წლიანი სიყვარულის ისტორია, ერთი შვილი და ოჯახური ბედნიერება: ნატალია ქუთათელაძის ახალი კადრები მეუღლესთან ერთად - Marao

8-წლიანი სიყვარულის ისტორია, ერთი შვილი და ოჯახური ბედნიერება: ნატალია ქუთათელაძის ახალი კადრები მეუღლესთან ერთად

2025-08-15 11:02:29+04:00

ეკა მამალაძის ქალიშვილი და ნანი ბრეგვაძს შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე ხშირად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მუდმივად ინტერესისი საგანი იყო მისი პირადი ცხოვრება. ნატალია ისევე როგორც მისი ოჯახი წევრები, მუსიკალურ სფეროში საქმიანობს.

ნატალია სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება, ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ნატალიას მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა. ამჯერად ნატალიამ მეუღლეთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

nataliai_kutateladze

natalia_kutateladze

  • "ულამაზესი წყვილი" - ნატალია ქუთათელაძე მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი

ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

natalia

  • ლეგენდარული ნანი შვილთაშვილთან ერთად - ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა  ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.

მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.

  • იშვიათი კადრები მეუღლესთან ერთად და ზაფხულის ვოიაჟი: ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს 

რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მადლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - თქვა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემაში "სთორი".