8-წლიანი სიყვარულის ისტორია, სამი შვილი და ზაფხულის არდადეგები საფრანგეთში: 27 წლის მოდელის, ქეთი ჟღენტის ოჯახური იდილია - Marao

8-წლიანი სიყვარულის ისტორია, სამი შვილი და ზაფხულის არდადეგები საფრანგეთში: 27 წლის მოდელის, ქეთი ჟღენტის ოჯახური იდილია

2025-08-18 10:56:53+04:00

მოდელი და ინფლუენსერი ქეთი ჟღენტი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქეთი ბიზნესმენი თოშა ქებურიას მეუღლეა და წყვილი სამ შვილს ზრდის. 

ქეთიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში, კანში ატარებენ. 

  • სალომე გოგიაშვილი ჩანაწერს აქვეყნებს: "უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება!"

keti_jgenti

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურია

თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

keti

  • ქეთი ჟღენტის ზღაპრული მოგზაურობა იტალიაში: შთამბეჭდავი ფოტოები სარდინიიდან 

წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.

keti_

მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.

keti

  • "დღე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი" - ქეთი ჟღენტის გრანდიოზული დაბადების დღე 

ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.