ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ ტრადიციას არ უღალატა და კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არც ისე სტაბილურია და თვითმმართველობის არჩევნები მოგვდგომია კარს, დღეს, სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული ბიზნესმენის შვილის ნიშნობა აღმოჩნდა.
ბატონმა გელამ შვილის, მათე ბარკალაიას ნიშნობა მისთვის განსაკუთრებულ ადგილას - მშობლიურ სოფელში, საკუთარი მშობლებისა და ბებიის საფლავზე აღნიშნა. ამბავი, რომელიც ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში სწრაფად გავრცელდა.
ბიზნესმენმა ღონისძიების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: "მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე, 25 წლის შემდეგ“.ნიშნობის ადგილი და გარემოება უნიკალური იყო. საფლავებამდე მისასვლელი გზა მთლიანად წითელი ხალიჩით იყო დაფარული, ხოლო საფლავები და მათი მიმდებარე ტერიტორია წითელი და შავი ბუშტებითა და სხვა დეკორაციებით იყო მორთული. ბარკალაიას წინაპრების საფლავები კი წითელი და თეთრი ვარდებით იყო შემკული.ღონისძიების მთავარი ნაწილი ტრადიციული ნიშნობა იყო. ახალგაზრდა წყვილისთვის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიასთვის, გელა ბარკალაიას საჩუქრები ჰქონდა მომზადებული. მომავალმა მამამთილმა, რძალს ძვირფასი, ოქროს სამკაულები პირადად გაუკეთა. ეს საჩუქრები სპეციალურად მომზადებულ სადგამზე ეწყო და ელეგანტურ ყუთებში იყო მოთავსებული.

"თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები", - თქვა ბარკალაიამ და მაყურებელს და ნიშნობის სტუმრებს მშობლებისა და ბებიის საფლავებზე მიანიშნა. მან ასევე დასძინა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შვილებსა და შვილიშვილებს დაუკავშირა და მომავალ რძალს, სალომეს, უთხრა: "იმედი ხარ ჩემი ხვალინდელი დღისა“.
ნიშნობის ცერემონიალის დასასრულს, სალომე სალაყაიას, მომავალმა მამამთილმა კიდევ ერთი, განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა.

წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები