როგორ მოვემზადოთ შემოდგომისთვის - 3 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ - Marao

როგორ მოვემზადოთ შემოდგომისთვის - 3 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ

2025-08-18 13:46:15+04:00

ზაფხული ენერგიით, თავგადასავლებით და თავისუფლებით სავსე დღეებია, როცა ხშირად ვიღებთ ექსპრომტ გადაწყვეტილებებს და ნაკლებ ვალდებულებებს ვაკისრებთ საკუთარ თავს. შემოდგომიდან ცხოვრების ასეთი სტილიდან ტრადიციულ რუტინაზე გადართვა კი მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა სექტემბერს ხშირად „ახალ წელსაც“ უწოდებენ, რადგან ამ დროს ადამიანების პროფესიულ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ეს არის პერიოდი, როდესაც მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ საკუთარ განვითარებაზე, სწავლაზე, პროფესიაზე, ახალ მიზნებსა და ურთიერთობებზეც კი. სწორედ ამიტომ  ზაფხულიდან შემოდგომაზე „გადასართავად“ ადამიანს ახალი ენერგია სჭირდება. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე გარდამავალ სეზონზე იმისთვის, რომ მუდმივად მოტივირებული და თავდაჯერებული იყოთ.

ფიზიკური აღდგენა

პირველ რიგში, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ფიზიკურ აღდგენას, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად იყოთ. ეს დიდწილად კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას გულისხმობს. ეცადეთ, არ დაიძინოთ გვიან და საშუალოდ 8-10 საათი გეძინოთ. სასურველია, ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. რაც შეეხება კვებას, ზაფხულში სხვადასხვა მიზეზით კვების რეჟიმი არეულია. ახლა კი დროა მეტი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს. იკვებეთ დაბალანსებულად, რომ საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში იყოთ.

jino

პროფესიული განვითარება

დაისახეთ მიზნები შემდეგი ერთი წლისთვის. ჩამოწერეთ გრძელვადიანი გეგმები და განსაზღვრეთ მის შესასრულებლად საჭირო მოკლევადიანი ნაბიჯები. გახსოვდეთ, რომ ეს არ უნდა იყოს აბსტრაქტული მიზნები. თქვენ უნდა ეცადოთ დაისახოთ კონკრეტული, მიღწევადი და რეალური გეგმა. შესასრულებელ ნაბიჯებში აუცილებლად ჩართეთ კომპეტენციის გაღრმავება, რაშიც სხვადასხვა ონლაინ თუ ოფლაინ კურსი დაგეხმარებათ. დღეს ონლაინ სივრცეში უამრავი უფასო საგანმანათლებლო რესურსიც ხელმისაწვდომია. 

jino

საკუთარ თავზე ზრუნვა

მართალია, ვთქვით, რომ შემოდგომიდან დიდი დრო უნდა დაუთმოთ განვითარებას, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის აუცილებელია.  ერთ-ერთი საუკეთესო სარელაქსაციო საშუალება კი წყლის თერაპია და ცურვაა. სწორედ ამიტომ ეწვიეთ „ჯინო აკვაპარკს“, რომელიც ღია და დახურული აუზების ერთობლიობაა და სტუმრებს ნებისმიერ სეზონზე ექსკლუზიურ გამოცდილებას სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯინო აკვაპარკმა“ მომხმარებლებს სრულიად ახალი და განსაკუთრებული შესაძლებლობა Gino’ს Friends შესთავაზა და ეს გახლავთ 6 თვის განმავლობაში ულიმიტო წვდომა თითქმის ყველა სივრცესა და მომსახურებაზე სრულიად წარმოუდგენელ ფასად. შეთავაზება მოქმედებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეწვიონ აკვაპარკს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში და ისარგებლონ ყველა ატრაქციონით, აუზითა თუ შოუთი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

jino

არ დაგავიწყდეთ, „ჯინოში“ უკვე ემზადებიან თქვენი საშემოდგომო თავგადასავლებისთვის და დამატებით არაერთ შეთავაზებასაც ამზადებენ. აკვაპარკი მუდმივად აახლებს სივრცეებსა და სერვისებს. სტუმრებს წლის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა და შოუს სთავაზობს, როგორიცაა: ქაფის შოუ, ცოცხალი მუსიკა, ტამტამების შოუ და სხვა. Gino’s Friends-ის პაკეტის მფლობელებს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მუდმივად ფუნქციონირებს ღია ბარი აუზი, სადაც ცხელი წყალი, წყლის სარელაქსაციო ატრაქციები და რაც მთავარია, ბარის ექსკლუზიური სასმელები გელოდებათ. წარმოიდგინეთ, გარეთ სუსხია, თქვენ წყალში მოთავსებულ ბარის სკამზე ხართ მოკალათებული და ცხელ ყავას მიირთმევთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.

„ჯინოში“ ასევე დაგხვდებათ სპა და ველნეს სივრცე, რომელიც  მოიცავს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ⁠ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს, ⁠საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, ⁠აკვაპარკის ღია და დახურულ სივრცეებს.

jino

„ჯინოს“ სპა სივრცეს ამშვენებს ბაღი და გარე სივრცეში განთავსებულია მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები, ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.

ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა. ყველა საუნას აერთიანებს დეტოქსის ფუნქცია. თითოეულ საუნაში პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას. თითოეული მათგანი საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

საშემოდგომო გადატვირთვამდე ცოტა დრო დარჩა. დაისახეთ დიდი მიზნები და იზრუნეთ საკუთარ თავზე.  

R