ყველაზე მოკრძალებული, მაგრამ ელეგანტური პირველი ლედი: მაკა ჩიჩუას TOP 5 კაბა - Marao

ყველაზე მოკრძალებული, მაგრამ ელეგანტური პირველი ლედი: მაკა ჩიჩუას TOP 5 კაბა

2025-10-09 17:02:17+04:00

მაკა ჩიჩუა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური პირველი ლედია. მისი ჩაცმულობა ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე ყოველთვის იყო სადა, თუმცა მომხიბვლელი. მაკა ჩიჩუას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული ინტერესი ცნობილი და ძვირადღირებული ბრენდების მიმართ არ აქვს, თუმცა სტილის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებდა.

  • როგორია მაკა ჩიჩუას ცხოვრება პირველი ლედობის შემდეგ: "რა საოცარ ფორმაში მე ვარ? სარკეში რომ ვიხედები, ხანდახან ჩემს თავს ვერ ვცნობ"

ამ სტატიაში გავიხსენოთ 5 ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული ლუქი მაკა ჩიჩუას გარდერობიდან: 

 

  • სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დახვეწილი, კლასიკური სტილით გამოჩნდა.

მან შავი კლასიკური კაბა თეთრ, სადა პალტოს შეუხამა, რაც კონტრასტული ფერების მეშვეობით კიდევ უფრო გამოკვეთდა ლუქის ელეგანტურობას.

მაკა შავი ტყავის ხელთათმანებით იყო შემკული, რომელიც მის გარეგნობას დამატებით სიმკაცრესა და გემოვნებით გამოკვეთილ ელეგანტურობას სძენდა.

მისი ჩაცმულობა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაკა ჩიჩუა მოდის სამყაროში დახვეწილი სტილის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

maka

  • ისრაელის პირველ ლედისთან შეხვედრა

სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილმა პირ­ველ­მა ლე­დიმ მაკა ჩი­ჩუ­ამ, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ის­რა­ე­ლის პირ­ველ ლე­დის ნე­ჩა­მა რივ­ლინს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ფინ­ჯან ჩა­ი­ზე უმას­პინ­ძლა.

ის­რა­ე­ლის პირ­ველ­მა ლე­დიმ მაკა ჩი­ჩუ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ვის­თვის და გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

  • ვინ არის საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას უფროსი შვილი 

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მაკა ჩი­ჩუ­ამ და ნე­ჩა­მა რივ­ლინ­მა მე­ტე­ხის ტაძ­რის ეზო­დან თბი­ლი­სის ხე­დე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

მაკა ჩი­ჩუ­ას ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე მკვეთ­რი ყვი­თე­ლი ფე­რის კოს­ტი­უ­მი ეცვა. პირ­ვე­ლი ლე­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ჯი მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს.

"ყვი­თე­ლიც მისი ფერი ყო­ფი­ლა....უმაგ­რე­სი ლედი გვყავს"; "დახ­ვე­წი­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი" - წე­რდა ხალხი მაკას ელეგანტურ ლუქზე.

maka

  • ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი

2015 წელს პრე­ზი­დენ­ტმა, გიორგი მარგველაშვილმა  და პირ­ველ­მა ლე­დიმ, მაკა ჩი­ჩუ­ამ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და პირ­ვე­ლი ლე­დის მარ­გიტ ფი­შე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თეს.სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ხელ­მწი­ფო სა­დი­ლიც მო­ე­წყო. 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ დღეს პირ­ვე­ლი ლედი გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­ხიბ­ლა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მისი ელე­გან­ტუ­რი წი­თე­ლი კაბა, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩნე­ველს არ­ავის ტო­ვებ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაკა ჩი­ჩუ­ას კომ­პლი­მენ­ტე­ბით ავ­სე­ბენ. აღსანიშნავია, რომ მაკამ პატარა თომა უახლოეს პერიოდში გააჩინა.

  • "ისიც არ მესმის, რაში სჭირდება ქალს ბოტოქსი, ის ხაზი, ის ნაოჭი, უნდა მოიხდინო..." - მაკა ჩიჩუა 

maka

  • პირველი ლედი ვერსალის სასახლეში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი პა­რიზ­ში, ემა­ნუ­ელ და ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნე­ბის სა­ხე­ლით, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის 100 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბდნენ.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი და პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდნენ. მათ შო­რის: აშშ-ს პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი, მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა შარ­ლი­ნი და სხვე­ბი.

მაკამ შეხვედრაზე შავი ეკეგაბტური კაბა, შავ კლასიკურ ფეხსაცმელთან მოირგო.

maka

  • რომის პაპის დახვედრა

2016 წელს საქართველოში მისი უწ­მინ­დე­სო­ბა რო­მის პა­პის, ფრან­ცის­კეს დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. პაპს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ველ ლე­დის­თან, მაკა ჩი­ჩუ­ას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქთან ერ­თად დახ­ვდა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ პირ­ვე­ლი ლე­დის ჩაც­მუ­ლო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაკა ჩი­ჩუ­ას ულა­მა­ზეს­მა მწვა­ნე კა­ბამ და დახ­ვე­წილ­მა სტილ­მა მო­ხიბ­ლა. 

maka_chichua