ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ გელა ბარკალაიას შვილი და რძალი: სალომე სალაყაიას წარმატებული სამოდელო კარიერა, გრანდიოზული ნიშნობა და ოჯახი - Marao

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ გელა ბარკალაიას შვილი და რძალი: სალომე სალაყაიას წარმატებული სამოდელო კარიერა, გრანდიოზული ნიშნობა და ოჯახი

2025-08-18 16:15:54+04:00

ახალგაზრდა წყვილის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიას ვიდეომ სრულიად სოციალური ქსელი აალაპარაკა. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიას და მის საცოლეს მამამ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა. ამბავი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ საჩუქარი წყვილს ბიზნესმენმა მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გადასცა. 

მათე ბარკალაიას მამა ბიზნესმენი გელა ბარკალაიაა, რომლის სახელი და გვარიც, მისი საქმიანობის მიღმა, ეპატაჟური ვიდეოების წყალობით უფრო ფართო აუდიტორიამ გაიგო. გელა ბარკალაია  კომ­პა­ნია "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელია, რომელიც 2005 წელს დარეგისტრირდა.

  • უცნაური ნიშნობა სასაფლაოზე და გელა ბარკალაიას გრანდიოზული სიურპრიზი შვილს: ვინ არის ბიზნესმენის მოდელი სარძლო

მან დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, შემდეგ კი -  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. მუშაობა თოთხმეტი წლისამ დაიწყო. მშობლიურ სენაკში გახსნილი ავტოსალონი კი მოგვიანებით წარმატებულ ბიზნესად აქცია. არის სენაკის საპატიო მოქალაქე.

გელა ბარკალაია ორჯერ, 2010 და 2017 წელს დააკავეს. 2017 წელს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო 2010 წელს სასჯელს ქრთამის მიცემის ბრალდებით იხდიდა.

შვილის არაორდინალური ნიშნობა

გელა ბარკალაია სოციალურ ქსელში იუმორისტული თუ კომერციული ხასიათის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. მისი მხრიდან აუდიტორია ეპატაჟურობას უკვე მიჩვეულია, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო შვილის, მათე ბარკალაიას ნიშნობის დეტალები.

  • 8-წლიანი სიყვარულის ისტორია, სამი შვილი და ზაფხულის არდადეგები საფრანგეთში: 27 წლის მოდელის, ქეთი ჟღენტის ოჯახური იდილია

მათე ბარკალაიასა და მისი რჩეულის, სალომე სალაყაიას ნიშნობა, გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა. „16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით კი გამოაქვეყნა გრანდიოზული ნიშნობის ვიდეო: „დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე“.

barkalaia

ვინ არის სალომე სალაყაია

სალომე სალაყაია ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ ბრენდებსა თუ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა: Meraki, Ninea, SPORT'S MOOD, Lovemark, SpoiledChild, MON•MOOD, MOLMAUNI, KOKHIA.

salome_salakaia

სალომეს გვერდზე არაერთ კადრს შეხვდებით სტუდიური გადაღებიდან, ის აქტიურად მუშაობს ფოტოგრაფებსა და დიზაინერებთან. 

22 წლის მოდელის ცხოვრება ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლებისა და ოჯახის შესახებ, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს რჩეულთან ერთად. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიამ მშვენიერ სალომეს ხელი რამდენიმე თვის წინ, 31 იანვარს ამსტერდამში მოულოდნელად სთხოვა. „სიყვარულის 4 წელი, უსასრულო ბედნიერება და ახლა მთელი ცხოვრება წინ“, - წერდა მაშინ სალომე. 

  • Zimmermann-ის $1 600-იანი კაბა და იშვიათი ოჯახური კადრები: როგორ და სად ატარებს ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის ოჯახი ზაფხულს 

ერთად ყოფნის 4 წლის მანძილზე წყვილი ბევრს მოგზაურობდა, მათესგან განსხვავებით, სალომე საჯაროდ რომანტიკულ კადრებს ხშირად აზიარებდა. ცოტა ხნის წინ მათ საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე იმოგზაურეს, ახლა კი ნიშნობის განსხვავებული ცერემონიალით საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცნენ. 

salome_salakaia