უკრაინის პირველი ლედის ელეგანტური სტილი - ოლენა ზელენსკას TOP 10 ჩაცმულობა - Marao

უკრაინის პირველი ლედის ელეგანტური სტილი - ოლენა ზელენსკას TOP 10 ჩაცმულობა

2025-12-23 16:52:17+04:00

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა უკვე იქცა სტილის ხატად – მან შეძლო და მოხვდა ჟურნალ "Vogue"-ის გარეკანზეც კი. ზელენსკას შეუძლია ელეგანტურად გამოიყურებოდეს პროტოკოლური დრეს-კოდის პირობებშიც. მისი ჩაცმის სტილი ხშირადაა შედარებული კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის სტილთან.

  • ოლენა ზელენსკა უპირატესობას ანიჭებს არა გლობალურად ცნობილ და ძვირადღირებულ უცხოურ ბრენდებს, არამედ უკრაინელ დიზაინერებს.

როდესაც ოლენა საფრანგეთში ბრიჯიტ მაკრონს შეხვედა,  უკრაინული ბრენდის, "ELENAREVA-ს" კოსტიუმი ეცვა, ასევე "FROLOV-ის" კაბა მოირგო იაპონიაში ვიზიტისას,  სხვა დიპლომატიური ვიზიტების დროს კი  ხშირად ირჩევს  "Vita Kin-ისა" და "Lake Studio-ს" სამოსს. 

"ნიუ-იორკში და პარიზში ხშირად მეკითხებიან, ვინ შექმნა ჩემი კოსტიუმი. არ იქნებოდა საინტერესო, უბრალოდ დასავლური ბრენდი რომ დამესახელებინა, რომელიც ისედაც იციან. როგორი სასიამოვნოა, როცა შეგიძლია, მსოფლიო უკრაინელი დიზაინერებით გააოცო!“ – გაუზიარა ოლენა ზელენსკამ ჟურნალ Vogue-ს.

ავსტრიაში ვიზიტისას, ოლენა ზელენსკამ უკრაინელი დიზაინერის, კატია სილჩენკოს ბრენდის "The COAT"-ის ელეგანტური ცისფერი კოსტუმი მოირგო .

კოსტუმი შედგებოდა დახვეწილი, მუხლს ქვემოთ სიგრძის ქვედაბოლოსა და გრძელი პიჯაკისგან, რომელსაც დამახასიათებელი ჯიბე ჰქონდა. ოლენამ ლუქი შეავსო შავი ტყავის ქამრით, რომელიც წელს გამოკვეთდა.

 zelenska

თეთრი შარვალ-კოსტუმი 

ზელენსკა ხშირად ატარებს შარვალსა და პიჯაკს, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე ყოველდღიურობაში. პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მან მოირგო  "The COAT"-ის ბრენდის თეთრი კოსტიუმი, რომელსაც ზურმუხტისფერი ბლუზა შეუფერა.

 zelenska

მუქი ლურჯი ასიმეტრიული კაბა

თურქეთში ვიზიტისთვის ოლენა ზელენსკამ არჩევანი მუხლს ქვემოთ სიგრძის ლურჯი კაბაზე შეაჩერა. კაბა ბრენდ "SIX-ს"ეკუთვნის. ლუქს ოლენამ წვრილი შავი ქამარი და შავი კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა.

 zelenska

 გრძელი პალტო და შარვალი

"Ukraine WOW"-ის გამოფენის გახსნაზე ზელენსკამ მოირგო მუქი წითელი შარვალი, შავი სვიტერი და გრძელი ცისფერი პალტო. პალტო უკრაინულ ბრენდ "SIX-ს" ეკუთვნის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოდური და ტრენდული ლუქი 2020 წელს.

 zelenska

შეხვედრა ენტონი ბლინკენთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკელთან შეხვედრისთვის, ზელენსკამ აირჩია ხაკისფერი კაბა სამხედრო სტილში. კაბა უკრაინული ბრენდ "Litkovskaya-ს" ეკუთვნის. ლუქი შეავსო "Gunia Project-ისა" და "Guzema-ს" მოდური აქსესუარებით.

 zelenska

დამოუკიდებლობის დღის ლუქი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის ზელენსკამ მოირგო ნაცრისფერი ორეული. სამოსი "Lake Studio-ს" ეკუთვნის. პიჯაკი გაფორმებული იყო ტრადიციული უკრაინული ნაქარგებით. 

 zelenska

გამოჩენა ნიუ-იორკში

 ზელენსკამ პატივი მიაგო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ამ დღეს იგი გამოჩნდა თეთრი, მოცულობითი სახელოების მქონე პერნგსა და შავ განიერ შარვალში. ლუქის მნიშვნელოვანი დეტალი "Gunia Project-ის ქამარი წარწერით: „ძალა, სიმამაცე, ნება“ იყო.

zelenska 

Good Morning America-სთვის

პოპულარულ ამერიკულ შოუში "Good Morning America" ზელენსკა გამოჩნდა მდიდრულ კოსტიუმში: სწორი ჭრის შარვალი და გრძელი პიჯაკი ოქროსფერი ყვავილებიანი ნაქარგით.

 zelenska

 ომის დაწყების შემდეგ პირველი გამოჩენა

2022 წლის 8 მაისს, ომის შემდეგ, ოლენა პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ჟილ ბაიდენთან შეხვედრაზე უზგოროდში მას ეცვა მუქი ლურჯი შარვლი და  კოსტიუმი, თეთრი მაისური და თეთრი კედები.

zelenska

გამოსვლა აშშ-ის კონგრესში

აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას ზელენსკამ მოირგო "A.M.G.-ის" მიერ შექმნილი შავ-თეთრი ორნამენტიანი კოსტიუმი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინული ტრადიციული ნიმუშებით იყო გაფორმებული. 

 zelenska