ორი "ლეგენდა" მეუღლეებთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეს ოჯახური შეკრება - Marao

ორი "ლეგენდა" მეუღლეებთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეს ოჯახური შეკრება

2025-08-19 13:29:19+04:00

ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯანო ანანიძემ მეუღლეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.

kvara

  • "არც მოდელია, არც მსახიობი, ნიცა პროფესიით ექიმია" - რას წერს უცხოური გავლენიანი გამოცემა ნიცა თავაძის შესახებ 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

kvara

  • "ვერავინ შეამჩნია, რომ მან ცოლის მიერ დადგენილი სამი წესი უნდა დაიცვას" - რა ვიდეოს აქვეყნებს Russell Fearless-ი ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.

ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს. 

  • ნიცას წარმოუდგენელი რეაქცია და კადრები ჩემპიონ მეუღლესთან ერთად: რას აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ნიცა თავაძე 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.

ჯანო ანანიძე

ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე 1992 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. ანანიძემ ფეხბურთის თამაში მის მშობლიურ ქალაქის კლუბ, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ამის შემდეგ დინამოს რიგებში ირიცხებოდა. 2 წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ ჩარიცხა.

2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16-წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. ნოემბრამდე ანანიძემ ეროვნული გუნდის რიგებში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

jano_ananidze

2009 წლიდან ჯანო „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, „ზენიტის“ წინააღმდეგ.

2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო.