ოჯახური არდადეგები - როგორ ატარებენ ზაფხულს ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი - Marao

ოჯახური არდადეგები - როგორ ატარებენ ზაფხულს ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი

2025-08-20 10:12:07+04:00

სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავეები, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობენ. წყვილი პოპულარული პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გახდა. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს ახალ-ახალ კადრებს. ახლა კი ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ. კადრებს სოციალურ ქსელში ოთოს და, თაკო ფოლადაშვილი გვიზიარებს. 

  • "გილოცავ დაბადების დღეს" - ოთო ფოლადაშვილის მილოცვა და ულამაზესი წყვილის ახალი ფოტოები 

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

  • შესანიშნავი წყვილი - ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ახალი კადრები 

oto-juliana

  • შთამბეჭდავი კარიერა, დის გარდაცვალება და ფესვები ასურეთიდან: ჯულიანა ბარგნარის ცხოვრება ეკრანს მიღმა 

"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.