"და-ძმა - ნიკოლოზი და მარიამი" - კახი მამულაშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს - Marao

"და-ძმა - ნიკოლოზი და მარიამი" - კახი მამულაშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს

2025-08-20 12:19:04+04:00

მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ოჯახს საზოგადოება უკვე არაერთი წელია, იცნობს. 

ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.

  • "რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა... ბევრს ვკამათობთ, იმიტომ, რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში" - ლელა წურწუმია მამულიჩაზე 

კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ.

ამჯერად მამულიჩა შვილების, ნიკოლოზისა და მარიამის ფოტოებს გვიზიარებს: "და-ძმა", - წერს ის. 

mamulicha

mamulicha

ლელა წურწუმიასა და კახი მამულაშვილის ოჯახი 

მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე ისაუბრა:

„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია, რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..

  • პატარა ალექსანდრე ბებიასთან და ბაბუასთან ერთად - ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის 22-წლიანი ქორწინება და კადრები უსაყვარლეს შვილიშვილთან ერთად

რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს, ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

ბევრს ვკამათობთ, იმიტომ, რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. ნიჭიერი ადამიანია. მღერის. დედამისიც გადასარევად მღერის. შვიდსიმიან გიტარაზეც დადიოდა და უკრავდა. ყველა უცხოური სიმღერის ტექსტი იცის. ინგლისურენოვან სიმღერებს ვგულისხმობ, კარგად საუბრობს ინგლისურად, მე – მეგრულად.

სიმღერის ვერსიებზე ბევრს ვკამათობთ, რაღაცებში მომყვება, მაგრამ როდესაც თავისას აღწევს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და თქვა, რომ ეს მამულიკომ გააკეთა, ნახე, მამულიჩამ როგორ მოიფიქრა. ეს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ, რომ ბავშვივით უხარია.

  • ლელა წურწუმია და ქართული კინოს ლეგენდები: უცნობი ფოტოს ისტორია

ერთხელ საშინელ დღეში ჩავაგდე კონცერტზე, ხმის ოპერატორმა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. ცალი ყური მოვიხსენი, მერე საერთოდ არაფერი მესმოდა. ვუთხარი, გამისწორე-მეთქი და საერთოდ მომგლიჯა. ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია... დრაკონი ვიყავი. მამულიჩა გავიდა და დიდხანს არ შემოდიოდა ოთახში, შეიძლება მომკლასო“, – იხსენებს მომღერალი.