20-წლიანი სიყვარული, ორი შვილი და მეგობრობა კალაძეებთან: დიზაინერ ნინა ზარქუასა და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახი - Marao

20-წლიანი სიყვარული, ორი შვილი და მეგობრობა კალაძეებთან: დიზაინერ ნინა ზარქუასა და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახი

2025-08-20 13:01:09+04:00

დიზაინერი ნინა ზარქუას მეუღლე ფეხბურთელი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი იუბილარია. ნინა მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო! მე შენ მიყვარხარ აგერ უკვე 20 წელია..." - წერს ნინა ზარქუა.

zarkua

zarkua

  • როგორ გამოიყურებოდნენ 10 წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალები: ნინა ზარქუასა და ანუკი არეშიძის მეგობრობის ამბავი და ფოტოარქივი 

ნინა ზარქუა

ნინა ზარ­ქუა ქარ­თუ­ლი მო­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა, რომ­ლის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ის არამ­ხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­დის მიმ­დე­ვა­რია, რაც მას ქარ­თუ­ლი მო­დის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. ნი­ნას მე­უღ­ლე ფეხ­ბურ­თე­ლი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლია, და მათ ერ­თად სამი შვი­ლი ჰყავთ.

ნი­ნას ინ­სტაგ­რამ­ზე 131 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, სა­დაც ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს წვე­უ­ლე­ბე­ბი­დან, ასე­ვე კად­რებს, რო­მელ­საც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იღებს. წარ­მო­გიდ­გენთ ზარ­ქუ­ას ძვი­რა­დღი­რე­ბულ გარ­დე­რობს და გა­მორ­ჩე­ულ სტილს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იქ­ცევს გა­მომ­წე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

ნინა ზარქუა პროფესიით დიპლომატია, დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მაგრამ ახლა მოდის ინდუსტრიაში საქმიანობს. ყოფილი მოდელი აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულების ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

  • რა ღირს კაბები, რომელმაც დიზაინერის გამომწერების ყურადღება მიიქცია: ნინა ზარქუას დახვეწილი და გამორჩეული გარდერობი 

nina_zarqua

ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც სახელი განსაკუთრებით რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ წყალობით გაითქვა, ერთ კვირაში ორჯერ გამოჩნდა ნინა ზარქუას მიერ შექმნილი ფეხსაცმლით. დიზაინერის ჩანთაზე შეაჩერა არჩევანი მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ – მას ერთ-ერთ წვეულებაზე ნინა ზარქუას ჩანთა ეჭირა. 

ნინა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას უმცროსი დაა.

ჟურ­ნალ "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ჰყვე­ბო­და: "უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.

გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს...