ზოგისთვის ჩაცმა უბრალო ყოველდღიურობაა, ზოგი კი ამ საკითხს საკუთარი პიროვნების, ინტერესების, შეხედულებების დემონსტრირებად მიიჩნევს. ასეა თუ ისე, ის, თუ რა გვაცვია, ხშირად გამოხატავს ჩვენს შინაგან განწყობას და პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ჩვენ მიერ არჩეული სამოსით ვახდენთ.
შთაბეჭდილების მოსახდენად კი რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, თუ არა ამ სეზონის მთავარი ტრენდი - დიდი ზომის პიჯაკი.
ამ სტილის პიჯაკის უნიკალურობა მის უნარშია, რომ შეუძლია ნებისმიერ სამოსს დახვეწილობა და ელეგანტურობა შესძინოს. ამ ერთ ნივთს აქვს ძალა, სიმშვიდე, სიზუსტე და თავდაჯერებულობა ერთნაირად შემატოს ქალს.
კლასიკური ფორმისა და სტილის პიჯაკს არ აქვს არც სეზონი, არც დრო - როგორც იტყვიან, ის მოდიდან არასდროს გადადის. რაც შეეხება ამ სეზონის აქტუალურ პიჯაკებს, მას უფრო მეტი ინდივიდუალიზმი, არასტანდარტულობა და არატრადიციული გადაწყვეტა ახასიათებს. შემოდგომის კოლექციებში ხშირად შეხვდებით როგორც ბუნებრივი ქსოვილების, მაგალითად შალისგან დამზადებულ მკაცრ სილუეტებს, ისე უფრო ნაზი, ნატიფი ხავერდის დახვეწილ ფორმებსაც.
ხავერდის პიჯაკები
ხავერდის პიჯაკები 2025-ში "დაწინაურდა". რბილი ტექსტურა სამოსს მატებს ელეგანტურობას, რაც შემოდგომის თბილს დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ტექსტურის პიჯაკები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ცნობილი ბრენდების კოლექციებში ნახავთ როგორც ღია, ნეიტრალურ ტონებს, ისე უფრო მკვეთრს გადაწყვეტას - მაგალითად ყავისფერ, წითელ და მწვანე ფერებს.


ზოლიანი პიჯაკები
კლასიკური, თხელი ზოლები ჩვენს ყოველდღიურობაში დაბრუნდა, თუმცა ახალი შტრიხით. Victoria Beckham-მა და The Row-მ ეს დროში გამოცდილი პრინტი ახლებურად შემოგვთავაზეს უფრო თავისუფალი სილუეტებითა და მოულოდნელი ფერთა კომბინაციებით. ზოლიანი პიჯაკი იდეალურია ნებისმიერ სტილთან, თუნდაც ჯინსთან.

გრძელი სილუეტები
ეს სტილი შესანიშნავად მუშაობს დრამატულობის შესაქმნელად და სხეულის სილუეტის ვიზუალურად გასაგრძელებლად. შეუხამეთ გრძელი პიჯაკი მოკლე შარვალს ან ქვედაბოლოს, რათა პროპორციები დაბალანსდეს. მაქსიმალური ეფექტისთვის ყურადღება მიაქციეთ ელეგანტურ საყელოებსა და მინიმალურ დეტალებს.

პიჯაკები საყელოს გარეშე
ამ სეზონზე დიზაინერებმა პიჯაკები საყელოს გარეშე შემოგვთავაზეს, რითაც შექმნეს ამ კლასიკური სამოსის ელეგანტური და თანამედროვე ალტერნატივა. შედეგი არის გამარტივებული სტილი, რომელიც თანამედროვეობის შეგრძნებას იძლევა. საყელოს გარეშე პიჯაკები შესანიშნავად მუშაობს საღამოს სამოსზე. შეუხამეთ მაღალწელიან შარვალსა და აბრეშუმის ბლუზას. აქსესუარების მინიმალიზაცია დაგეხმარებათ ელეგანტური ესთეტიკის შენარჩუნებაში.

