დედა შვილის საოცარი მსგავსება - ჯესიკა ალბას უფროსი ქალიშვილის ახალი ფოტოები - Marao

დედა შვილის საოცარი მსგავსება - ჯესიკა ალბას უფროსი ქალიშვილის ახალი ფოტოები

2025-08-20 17:45:48+04:00

44 წლის ჯესიკა ალბამ ცოტა ხნის წინ უფროსი ქალიშვილის დაბადების დღე აღნიშნა. მას შემდეგ, რაც უფროსი შვილის ფოტოები გავრცელდა, ხალხი გაოცებას ვერ მალავდა, თუ როგორ ჰგავს ის დედას.

2024 წლის ივნისში ონორ მარია 16 წლის გახდა, რის აღსანიშნავადაც მას ჯესიკამ ემოციური პოსტი მიუძღვნა.

jesika

„ჩემო საყვარელო 16 წლის ონორ, ცრემლებით ვწერ ამ პოსტს. ყველაზე კარგი გრძნობაა შენი დედობა, შენ თბილი და ჭკვიანი ხასიათით გამოირჩევი. საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ იმათ უშვებ, ვისაც ენდობი, რაც დასაფასებელია. 

შენ ნამდვილი ადამიანი ხარ და მხოლოდ 16 წლის ხარ! ყველას ძალიან გაგვიმართლა, ჩემო პატარავ, და უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი ურთიერთობისთვის - ჩვენი კავშირისთვის. შენ ამირჩიე, ვიყო შენი დედა, ეს იყო უდიდესი საჩუქარი, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გადმოვცე. ძალიან სწრაფად იზრდები, მაგრამ მე უზომოდ ვამაყობ ამ ფაქტით", - წერდა ჯესიკა.

"შენ მის დას ჰგავხარ", "შენი ჯესიკას პატარა ვერსია ხარ, ახლა კი საერთოდ აღარ ხარ პატარა", "ისეთ ლამაზი ხარ, ის შენი ტყუპია", - აღნიშნავენ ჯესიკას პოსტის კომენტარებში.

 jesika

jesika

  • "რაც დედა, ის შვილი" - ჯესიკა ალბამ ქალიშვილი პირველად გამოაჩინა 

ჯესიკა ალბა ბიოგრაფია

1981 წლის 28 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მოდელი ჯესიკა ალბა.  სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“  და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“. პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი, „ცოდვის ქალაქი“, „ფანტასტიკური ოთხეული“, „ფანტასტიკური ოთხეული 2“.

11 წლის ასაკში ის დედამ მიიყვანა მსახიობების კონკურსზე ბევერლი ჰილზში, სადაც გრან-პრი მოიგო და სამსახიობო ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებიც ჩაუტარეს, უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს აგენტთან.

  • 8 ყველაზე ცეცხლოვანი მსახიობი ჰოლივუდში 

პირველად ეკრანზე 1994 წელს გამოჩნდა ფილმში „დაკარგული ბანაკი“. ფილმისთვის თავიდან ის ორი კვირით აიყვანეს, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოდ იქცა. მალევე ჯესიკა ორ სარეკლამო რგოლში გადაიღეს „Nintendo“-სთვის და „J. C. Penney“-სთვის, ასევე ითამაშა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. მსახიობი ფართო პუბლიკამ უკეთ გაიცნო ამავე წელს ტელეარხ „Nickelodeon“-ის გადაღებულ კომედიურ სერიალში, „ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში“, შესრულებული როლის შემდეგ. 1995 წელს ითამაშა მაიას როლი სერიალ „ფლიპერის“ პირველ ორ სეზონში.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ჯესიკა სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა უილიამ მეისის და მისი ცოლის ფელისიტი ჰაფმენის თეატრალურ სტუდიაში „Atlantic Theater Company“.

1998 წელს ალბა მელისა ჰაუერის როლში გამოჩნდა კრიმინალური დრამის „სამხრეთი ბრუკლინის“ პირველ სეზონში, ასევე ლიენის როლში სერიალის „ბევერლი ჰილზ 90210“ ორ ეპიზოდში და ლეილას როლში „სიყვარულის ნავის“ ეპიზოდში. 1999 წელს გამოჩნდა რენდი კუეიდის კომედიაში „P.U.N.K.S.“, სადაც სამანთას როლი შეასრულა. მსახიობის დებიუტი ჰოლივუდში 1999 წელს შედგა რომანტიკულ კომედიაში „უკოცნელი“, სადაც მთავარ როლს დრიუ ბერიმორი თამაშობდა, ჯესიკას კი მეორეხარისხოვანი როლი ერგო.