დები - ლიზა, ანნა და ლილი: ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

დები - ლიზა, ანნა და ლილი: ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2025-08-21 12:51:28+04:00

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში შვილების, ლიზას, ანნას და ლილის ფოტოებს აქვეყნებს. ნოე სულაბერიძეს 4 შვილი ჰყავს - ყველაზე უფროსი, ალექსანდრე პირველ ქორწინებაში შეეძინა. ამჯერად კი ის მეგობრებს უსაყვარლესი დების ფოტოებს უზიარებს. 

noe_sulaberidze

ნოე სულაბერიძე და ჭანეთ ქერდიყოშვილი

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.

  • "გაიცანით ლილი სულაბერიძე" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ლილის კადრებს აქვეყნებს

2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს. 

janet_kerdikoshvili

"ნოე თბი­ლის­ში იყო, მე - მოს­კოვ­ში. ამი­ტომ თა­ვი­დან ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... წლე­ბია, ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან ვიც­ნობთ, უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტიც კი არ გვქო­ნია. ერთად ყოფნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თი გვაქვს, რომ ბევ­რი ფიქ­რი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია.

  • 1 მილიონი ნახვა: ჯანეტ ქერდიყოშვილის ვიდეო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

ნო­ეს­გან ხე­ლის თხოვ­ნა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის... ყვე­ლა გოგო თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ამ მო­მენტზე ოც­ნე­ბობს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნოემ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და ლა­მა­ზად გა­ა­კე­თა", - ამბობდა მაშინ ჯანეტი.

ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.