პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად ზიარებს გამომწერებს პირადი ცხოვრების დეტალებს. თათია ამჯერად გამომწერების კითხვებს პასუხობს:
- ასეთი ძლიერი ქალის უკან არის სისუსტეები?
ალბათ, არის... ჩემი სისუსტეც და სიძლიერეც უპირობო სიყვარულის გაცემაა. ზოგჯერ მას გულისტკენა სდევს თან, თუ არასწორი ადამიანების მიმართ გასცემ. ჩემი თავი სუსტი არ მომწონს და, რაც წლები მემატება, სუსტ თათიას ბავშვობაში ვტოვებ.
- თვისება, რომელიც კაცზე შთაბეჭდილებას გიკარგავს...
- ბევრი, ბევრი... ზარმაცი, უყურადღებო, ცინიკოსი, ზედაპირული, დაუფასებელი. ეს ყველაფერი და სიტყვა - კაცი ერთმანეთს ვერ უკავშირდება ჩემთვის.
წარმოდგენას მიმაღლებს - ჯანსაღი ამბიცია, მასკულინური თვისებები, განცდა, რომ მასთან მშვიდად და დაცულად ხარ. კაცის სტაბილური უნდა იყოს.
- ცხოვრება რომ ორად გაწყო, როგორ გაანაწილებდი?
ცხოვრებას სამად გავყოფდი. პატარა თათი, დედა თათი და ახლა... ჩამოყალიბებული თათი, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მზად ახალი გამოწვევებისთვის.
როგორც არ უნდა ეცადოს ცხოვრება, მუხრუჭებში მოგაქციოთ, გახსოვდეთ, რომ სტაგნაცია იწყება უმოქმედობისგან. არ გაჩერდეთ, წინ თქვენი მიზნებისკენ!
- დრო რომ დააბრუნო, რას შეცვლიდი?
- რატომ შევცვალო წარსული, როცა შემიძლია, წარვმართო მომავალი. უკან აღარ ვიყურები, არც უკან მორჩენილ ადამიანებზე ფიქრის ვუთმობ დროს.
თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.
თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ამის პარალელურად, თათია შარანგია საავტორო გადაცემის, "სთორის" წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია ოფიციალურად განქორწინებამდე ამერიკაში უცნობ ქართველთან ერთად ცხოვრობდა.
ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგვიანებით სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლის შვილები წინა ქორწინებიდან, ედუ და სანი," ყოველთვის დარჩებიან მის ბიჭებად"."ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.“
შელიას თქმით, წლების შემდეგ ამერიკიდან საკუთარ სამშობლოში სწორედ თათიას სიყვარულმა დააბრუნა და მისი თქმით, დაშორების მიუხედავად, ყოფილ ცოლთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც. ცოტა ხნის წინ თათიამ განმარტა, რომ ჯარჯი თორაძეს დაშორდა.