ხმაურიანი ვიდეოს შემდეგ გელა ბარკალაიას სარძლო კითხვებს პასუხობს: რას წერს მშვენიერი მოდელი, სალომე სალაყაია - Marao

ხმაურიანი ვიდეოს შემდეგ გელა ბარკალაიას სარძლო კითხვებს პასუხობს: რას წერს მშვენიერი მოდელი, სალომე სალაყაია

2025-08-22 13:16:39+04:00

გელა ბარკალაია სოციალურ ქსელში იუმორისტული თუ კომერციული ხასიათის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. მისი მხრიდან აუდიტორია ეპატაჟურობას უკვე მიჩვეულია, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეო. 

  • უცნაური საჩუქარი და გელა ბარკალაიას გრანდიოზული სიურპრიზი შვილს: ვინ არის ბიზნესმენის მოდელი სარძლო 

მათე ბარკალაიასა და მისი რჩეულის, სალომე სალაყაიას ნიშნობა, გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა. „16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე. მოგვიანებით კი გამოაქვეყნა გრანდიოზული ნიშნობის ვიდეო: „დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე“.

ამ ამბის შესახებ ქართული მედია რამდენიმე დღის მანძილზე წერდა. მიუხედავად ბიზნესმენის მიერ გამოქვეყნებული პოსტისა და ვიდეოში გადაცემული ბეჭდისა, სალომე სალაყაია ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ ეს ნიშნობა არ იყო. 

SALOME_SALAKAIA

ვინ არის სალომე სალაყაია

სალომე სალაყაია ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ ბრენდებსა თუ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა: Meraki, Ninea, SPORT'S MOOD, Lovemark, SpoiledChild, MON•MOOD, MOLMAUNI, KOKHIA.

  • ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ გელა ბარკალაიას შვილი და რძალი: სალომე სალაყაიას წარმატებული სამოდელო კარიერა, გრანდიოზული ნიშნობა და ოჯახი 

სალომეს გვერდზე არაერთ კადრს შეხვდებით სტუდიური გადაღებიდან, ის აქტიურად მუშაობს ფოტოგრაფებსა და დიზაინერებთან. 

22 წლის მოდელის ცხოვრება ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლებისა და ოჯახის შესახებ, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს რჩეულთან ერთად. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიამ მშვენიერ სალომეს ხელი რამდენიმე თვის წინ, 31 იანვარს ამსტერდამში მოულოდნელად სთხოვა. „სიყვარულის 4 წელი, უსასრულო ბედნიერება და ახლა მთელი ცხოვრება წინ“, - წერდა მაშინ სალომე. 

ერთად ყოფნის 4 წლის მანძილზე წყვილი ბევრს მოგზაურობდა, მათესგან განსხვავებით, სალომე საჯაროდ რომანტიკულ კადრებს ხშირად აზიარებდა. ცოტა ხნის წინ მათ საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე იმოგზაურეს, ახლა კი ნიშნობის განსხვავებული ცერემონიალით საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცნენ. 

ამჯერად სალომე სალაყაია საქმროსთან, მათე ბარკალაიასთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს და, როგორც თავად წერს, ხშირად დასმულ კითხვასაც პასუხობს. 

MATE_BARKALAIA

SALOME_SALAKAIA

"რადგან ყველა მეკითხება - ცრემლის ფორმის, 350CC, კუნთის ქვეშ, 5 თვე ოპერაციის შემდეგ, რაც შეიძლება ბუნებრივი გზით", - წერს მოდელი. სალომე სალაყაია ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის შესახებ საუბრობს, მაგრამ არ განმარტავს, კონკრეტულად რა სახის ჩარევაზე წერს.